გადაწყდა: პიერ-ემერიკ აუბამეიანგი "დორტმუნდში"!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჩვენი ფანები ნუ ინერვიულებენ, ახალ ფეხბურთელებში 50 მილიონი ევროს დახარჯვას ვაპირებთ და 2-3 ძალიან კარგ მოთამაშეს დავიმატებთო. ხსენებულ 50 მილიონში ის 8 მილიონიც შედის, რაც "ბორუსიამ" "ვერდერს" სოკრატის პაპასტატოპულოსის სანაცვლოდ გადაუხადა. ახლა კი დორტმუნდელებმა კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხეს.

"ბილდის" ექსკლუზიური ინფორმაციით, "დორტმუნდმა" ფრანგული "სენტ ეტიენის" გოლეადორი პიერ-ემერიკ აუბამეიანგი გაიფორმა! ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრანგული კლუბი 24 წლის აუბამეიანგის სანაცვლოდ "ბორუსიასგან" 13 მილიონ ევროს მიიღებს. აუბამეიანგი "სენტ ეტიენის" ღირსებას 2011 წლიდან
იცავს და საფრანგეთის ჩემპიონატის 87 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ბოლო ორ წელიწადში მისი ფასი 2.8 მილიონიდან 13 მილიონამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მისი გადაბირება "ლევერკუზენსაც" სურდა, მაგრამ "ფარმაცევტები" სატრანსფერო თანხას ვერ გასწვდნენ. გაბონელ თავდამსხმელს, რომელსაც ფრანგული პასპორტიც აქვს, მილანის "ინტერი", ფლორენციის "ფიორენტინა", მახაჭყალის "ანჟი" და პსჟ-ც ეპატიჟებოდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული