ფრანკ რიბერი: "ოქროს ბურთს" ან ახლა მოვიგებ ან არასდროს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დარწმუნებულია, რომ არ შეუძლია ითამაშოს უკეთ, ვიდრე გასულ სეზონში.

"მგონი ყველაფერი გავაკეთე, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე.

"ოქროს ბურთს" ან ახლა მოვიგებ ან არასდროს. უბრალოდ ახლა, როგორც ვთამაშობ იმაზე უკეთ ვერ ვითამაშებ.

მეც და კლუბსაც გვსურს ურთიერთობის გახანგრძლივება. იმედი მაქვს, კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ.

თუ კონტრაქტის ბოლომდე ვიქნები "ბაიერნში", ჩემი ყოფნის ვადა მიუნხენში 10 წელს მიაღწევს და ეს ძალიან მაგარია",
- თქვა რიბერიმ.

გასულ სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა გერმანიის ბუნდესლიგის 27 შეხვედრაში
10 გოლი გაიტანა, ხოლო ზაფხულში კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
10 ბურთი გაუტანია და მიეცით ეხლა ოქროს ბურთი!!! ვერ არის ეს ადამიანი.
giorgi
01:16 15-07-2013
0
სირცხვილია მაგისთანა კაცს რომ ოქროს ბურთი მისცენ, კაცს რომელმაც რჯული შეიცვალა.ეს იქნება ქრისტიანების გადაგვარება.
gaga
13:46 14-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული