რუდი ფიოლერი: ეს საუკეთესო გერმანიაა!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რუდი ფიოლერი, რომელიც "ბაიერის" სპორტული დირექტორია, მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მოგების ჩინებული შანსი აქვს.

"ჩემი აზრით, გერმანიის დღევანდელი ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ბუნდესგუნდია, - განაცხადა 53 წლის ფიოლერმა "კიოლნერ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - დღეს იოახიმ ლიოვის განკარგულებაშია გუნდი, რომელიც ჩემი აზრით, 1954 წლის ბუნდესგუნდსაც სჯობია, 1974 წლის ლეგენდარულ გერმანიასაც და 1990 წლის სრულყოფილ ბუნდესგუნდსაც. ჩვენს პირველ გუნდს ამდენი ახალგაზრდა და ამავდროულად, შესანიშნავი ფეხბურთელი ერთად აქამდე არასდროს ჰყოლია."

ფიოლერი, რომელიც თავად იყო
1990 წლის ბუნდესგუნდის თავდამსხმელი, მერე კი გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა კიდეც და 2002 წელს მისმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, მიიჩნევს, რომ ლიოვის გუნდი, ფაქტობრივად, ვალდებულია, მუნდიალის მოგებაზე იფიქროს:

"მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, რომელზეც იღბალს და თითოეულ წვრილმანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მეტოქეებს უფრო ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ჩვენ უნდა გვეშინოდეს რომელიმე მათგანის," - დასძინა "რუხმა მგელმა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გაუპარსავი რუხი მგელი - ინტერვიუ რუდი ფიოლერთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული