შვეიცარიული შეკრების შემდეგ კლოპმა განაცხადა, რომ სომეხმა ფეხბურთელმა დორტმუნდელთა თამაშს ალღო აუღო.
გარდა ამისა, "ბორუსიას" მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მხითარიანის ტრავმისა, გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც მას შეცვლიან.
"ჰენრიხი იდეალურად შეეწყო გუნდს. ზუსტად იმას გვაძლევს, რაც გვინდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ პოზიციაზე მარკო როისი თამაშობდა. ამიტომ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს", - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" დონეცკის "შახტარს" სომეხ ნახევარმცველში 27.5 მილიონი ევრო გადაუხადა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით