ისეთ ფეხბურთელებში, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებიან, განსაკუთრებით ბევრი ფული "შალკემ" დახარჯა. გელზენკირხენულ კლუბს ადამ სალაი (25 წლის, "მაინციდან" იყიდეს), ლეონ გორეტცკა (18 წლის, "ბოხუმიდან"), კრისტიან კლემენსი (21 წლის, "კიოლნიდან") და ფელიპე სანტანა (27 წლის, "დორტმუნდიდან")
თუმცა ამ ფეხბურთელებმა "შალკეში" კონკურენცია გაამძაფრეს, რაც ნებისმიერი გუნდისთვის კარგია, ოღონდ ამ დროს მწვრთნელს განსაკუთრებული როლი აქვს - მან ძირითადი შემადგენლობისა და სათადარიგო მოთამაშეებს შორის დაპირისპირება არ უნდა დაუშვას.
"გუნდში ახლა მშვენიერი ატმოსფეროა, თუმცა მთავარი ისაა, თუ როგორი რეაქცია ექნებათ სეზონის დაწყების შემდეგ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ვერ მოხვდებიან," - აცხადებს გელზენკირხენელთა თავკაცი იენს კელერი.
გერმანული კლუბებიდან ყველაზე დიდი და მძაფრი კონკურენცია მიუნხენის "ბაიერნში" იქნება და აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერის ახალწვეულებიდან სასტარტოში ადგილი მხოლოდ ტიაგო ალკანტარას (22 წლის, "ბარსელონადან" გადაიბირეს) აქვს გარანტირებული. მარიო გიოტცე ჯერ ტრავმირებულია და თავიდან ალბათ სკამზე ჯდომა მოუწევს, იან კირხჰოფი კი პირდაპირ სკამისთვის იყიდეს.
დორტმუნდის "ბორუსიაში" ჰენრიხ მხითარიანი (24 წლის, "შახტარიდან") ძირითადში კი მოიაზრება, მაგრამ ტრავმირებულია და ბუნდესლიგის პირველ ტურებს გამოტოვებს. რაც შეეხება პიერ-ემერიკ ობამეიანს (24 წლის, "სენტ ეტიენიდან"), ამ უკანასკნელს ჯერჯერობით საიმისო არაფერი ეტყობა, რომ სკამზე ჯდომა ითაკილოს.
"ლევერკუზენის" ყველაზე საინტერესო შენაძენი უდავოდ ლეგენდარული უვე ზეელერის შვილიშვილი ლევინ იოზთუნალია - 17 წლის უნიჭიერეს ნახევარმცველს აქვს იმის შანსი, რომ მთელი სეზონის ყველაზე სენსაციური ახალწვეული გახდეს. "ფარმაცევტებმა" იოზთუნალი "ჰამბურგს" წაართვეს და "ლევერკუზენის" თავკაცი სამი ჰიიპია ამბობს, ამ ასაკში ასეთი სოლიდურობა ძალიან იშვიათიაო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელაც ზეელერს ჩვენს ტრიბუნაზე ვიხილავ. უვე ლევერკუზენში თავისი შვილიშვილის თამაშის საყურებლად ჩამოვა," - სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია. მოკლედ, "ბაიერის" შეფები იოზთუნალიზე სერიოზულ იმედებს ამყარებენ.
მოდით, ერთად გადავხედოთ ბუნდესლიგის კლუბების ახალწვეულთა ამჟამინდელ სრულ ჩამონათვალს და თან მათი მდგომარეობა და შანსები გავაანალიზოთ.
ბაიერნი
ძირითადში მოიაზრება: ტიაგო ალკანტარა (25 მილიონი)
კარგი შანსი აქვს: -
სკამზე დაჯდება: კირხჰოფი (უფასო)
ტრავმირებულია: გიოტცე (37 მლნ)
დორტმუნდი
ძირითადში მოიაზრება: -
კარგი შანსი აქვს: ობამეიანი (13 მლნ), სოკრატისი (8 მლნ)
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: მხითარიანი (25 მლნ)
ლევერკუზენი
ძირითადში მოიაზრება: სონი (10 მლნ), დონატი (2.25 მლნ), სპაჰიჩი (0.4 მლნ)
კარგი შანსი აქვს: იოზთუნალი (უფასო)
სკამზე დაჯდება: პალოპი (უფასო), კრუზე (1.5 მლნ), ჰილბერტი (უფასო), სტაფილიდისი (1.5 მლნ)
ტრავმირებულია: -
შალკე
ძირითადში მოიაზრება: -
კარგი შანსი აქვს: -
სკამზე დაჯდება: სალაი (8 მლნ), გორეტცკა (2.75 მლნ), კლემენსი (2.8 მლნ), სანტანა (1 მლნ)
ტრავმირებულია: -
ფრაიბურგი
ძირითადში მოიაზრება: ჰანკე (უფასო), მეჰმედი, კოკელინი (ორივე არენდა), ფერნანდესი (0.5 მლნ)
კარგი შანსი აქვს: კლაუსი (1.3 მლნ)
სკამზე დაჯდება: პერგერი (0.03 მლნ), ჟულიენი (უფასო)
ტრავმირებულია: პილარი (არენდა)
აინტრახტი
ძირითადში მოიაზრება: -
კარგი შანსი აქვს: როზენტალი (უფასო), რუსი (0.4 მლნ), ფლუმი (2.2 მლნ), ხოსელუ (არენდა)
სკამზე დაჯდება: შრიოკი (უფასო), ვიდვალდი (უფასო), ბაკალორცი (0.07 მლნ)
ტრავმირებულია: -
ჰამბურგი
ძირითადში მოიაზრება: ჯურუ (არენდა)
კარგი შანსი აქვს: სობიეხი (1.2 მლნ), ჩალჰანოღლუ (განათხოვრებული იყო), ზუა (1 მლნ), დემირბაი (უფასო)
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: -
გლადბახი
ძირითადში მოიაზრება: რაფაელი (5.5 მლნ), კრუსი (2.5 მლნ)
კარგი შანსი აქვს: კრამერი (არენდა)
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: -
ჰანოვერი
ძირითადში მოიაზრება: სანე (2 მლნ)
კარგი შანსი აქვს: პრიბი (2.5 მლნ)
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: ბიტენკური (2.8 მლნ), ბალასი (უფასო)
ნიურნბერგი
ძირითადში მოიაზრება: გინჩეკი (1.5 მლნ), პოგატეცი (უფასო)
კარგი შანსი აქვს: დრმიჩი (2.2 მლნ)
სკამზე დაჯდება: სტეპინსკი (0.12 მლნ), ანგა (0.3 მლნ)
ტრავმირებულია: -
ვოლფსბურგი
ძირითადში მოიაზრება: -
კარგი შანსი აქვს: ტ. კლოზე (5.5 მლნ)
სკამზე დაჯდება: გრიუნი (0.4 მლნ)
ტრავმირებულია: დ. კალიჯური (2.5 მლნ)
შტუტგარტი
ძირითადში მოიაზრება: რაუში, შვააბი (ორივე უფასო)
კარგი შანსი აქვს: ლაიტნერი (1 მლნ, არენდა), ვერნერი (მეორე გუნდიდან)
სკამზე დაჯდება: აბდელაუ (3.5 მლნ), კირშბაუმი, სარარერი (ორივე უფასო)
ტრავმირებულია: როხასი (უფასო)
მაინცი
ძირითადში მოიაზრება: პარკი (0.5 მლნ), ოკაზაკი (1.5 მლნ), პოლტერი (0.75 მლნ)
კარგი შანსი აქვს: დ. შაჰინი (1.5 მლნ), გაისი (1.2 მლნ)
სკამზე დაჯდება: კოხი (0.6 მლნ), მორიტცი (უფასო)
ტრავმირებულია: -
ვერდერი
ძირითადში მოიაზრება: მაკიადი (3 მლნ), კალდიროლა (2.25 მლნ)
კარგი შანსი აქვს: -
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: -
აუგსბურგი
ძირითადში მოიაზრება: ჰალილ ალთინთოფი (უფასო)
კარგი შანსი აქვს: ჰიტცი (უფასო), ჰოლცჰოიზერი (უფასო), ვლახოდიმოსი (არენდა)
სკამზე დაჯდება: ფეტში (0.2 მლნ)
ტრავმირებულია: -
ჰოფენჰაიმი
ძირითადში მოიაზრება: მოდესტე (4.5 მლნ)
კარგი შანსი აქვს: ელიუნუსი (1.7 მლნ), ტოლიანი (მეორე გუნდიდან)
სკამზე დაჯდება: აკპოგუმა (0.45 მლნ)
ტრავმირებულია: -
ჰერტა
ძირითადში მოიაზრება: ჰოსოგაი (1 მლნ), ლანგკამპი, ვან დერ ბერგი, ბაუმიოჰანი (ყველა უფასო)
კარგი შანსი აქვს: -
სკამზე დაჯდება: -
ტრავმირებულია: -
ბრაუნშვაიგი
ძირითადში მოიაზრება: მ. კალიჯური (უფასო), იორლი (0.5 მლნ)
კარგი შანსი აქვს: ჰოხშაიდტი (0.4 მლნ)
სკამზე დაჯდება: პერთელი, ჯეკსონი (ორივე უფასო)
ტრავმირებულია: -
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"