ამრიგად, რეკორდმაისტერის მოსამზადებელი პერიოდი დადებითად უნდა შეფასდეს და იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ ხოსეპ გვარდიოლას ძირითადი შემადგენლობა უკვე შერჩეული ჰყავს.
მართალია, კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ჯამში "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობა უკვე ცნობილია.
გერმანიის სუპერთასის, ტესტ-მატჩების, ამხანაგური ტურნირებისა და ექსპერიმენტების კორიანტელის შემდეგ, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ "ბაიერნის" ტაქტიკა და სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა გამოიკვეთა.
გამოჩნდა, რომ პეპს
ჩანი "ლევერკუზენში", გუსტავო და კონტენტო?
"აუდის" თასის ფინალში, "მანჩესტერ სიტისთან", პეპმა დიეგო კონტენტო, ლუის გუსტავო და ემრე ჩანი განაცხადში ისევ არ შეიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლას ისინი არ სჭირდება. გუშინ გადაწყდა, რომ ბავარიელები 19 წლის ჩანს "ლევერკუზენში" უშვებენ.
ეს უკანასკნელი "ფარმაცევტებთან" 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს, "ბაიერნმა" კი მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლება დაიტოვა. შეგახსენებთ, რომ რეკორდაისტერს თავის დროზე ტონი კროოსიც "ლევერკუზენში" ჰყავდა განათხოვრებული - ამ უკანასკნელმა "ბაიერში" არენდით 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის ზაფხულამდე ითამაშა, რის შემდეგაც "ბაიერნში" ჩამოყალიბებული ვარსკვლავის სტატუსით დაბრუნდა.
"ბაიერნში" ახლა უდიდესი კონკურენციაა და ჩანს თამაშის საშუალება არ მიეცემა, "ლევერკუზენში" კი მისი მრავალმხრივობა მოსწონთ და სათამაშო პრაქტიკას ჰპირდებიან.
ემრე ჩანს დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ნახევარმცველობაც (საყრდენიც და შემტევიც) ეხერხება. ბავარიელებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არც ლუის გუსტავოს თაობაზე მიუღიათ.
ცნობილია, რომ რეკორდმაისტერიდან აბარგება ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველსაც უნდა - მისი გადაბირებით "ვოლფსბურგია" დაინტერესებული.
უკმაყოფილო, მაგრამ საჭირო მანჯუკიჩი
გვარდიოლამ მანჯუკიჩი "სან პაულუსთანაც" შეცვლაზე ათამაშა და ძირითად შემადგებლობაში არც "მანჩესტერ სიტისთან" გაამწესა.
მიუხედავად იმისა, რომ ხორვატმა გოლი ბრაზილიურ კლუბსაც გაუტანა და ინგლისურსაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პეპი ძირითადში ცენტრფორვარდად არა მას, არამედ თომას მიულერს მოიაზრებს. ამის დასტურია ისიც, რომ მანჯუკიჩს სახეზე ორივე შეხვედრაში უდიდესი უკმაყოფილება ეწერა.
მარიო კოლეგებს ხშირად ეკამათებოდა და ეწუწუნებოდა, პასებს ითხოვდა და არაზუსტი ჩაწოდებების შემდეგ ზედმეტად აგრესიულად საყვედურობდა. ხორვატი იმის გამოც ჩანს უკმაყოფილო, რომ "ჰამბურგთან" სასტარტოში კი იყო, მაგრამ გვარდიოლამ მარჯვენა გარემარბად (!) გაამწესა, "დორტმუნდთან" კი მარცხენა ფლანგზე ათამაშა.
საყოველთავოდ ცნობილია, რომ გვარდიოლას კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელები გულზე არ ეხატება და მანჯუკიჩის შემთხვევაში ამიტომაც მიმართა ექსპერიმენტებს, რამაც არ გაამართლა, რადგან ხორვატის ადგილი თავდასხმის ცენტრშია. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მარიო პეპთან ვერ მოძოვს...
"სან პაულოსთან" შეხვედრაში, ერთ-ერთ მომენტში გვარდიოლამ ერთ მეტრში მდგარ მანჯუკიჩს მითითება მისცა, მაგრამ ხორვატმა ყურადღება არ მიაქცია, რაზეც ესპანელი აშკარად გაბრაზდა. მერე მანჯუკიჩმა ანგარიში გახსნა და გოლის აღნიშვნის დროს სათადარიგოთა სკამისგენ ბრაზიანი გამომეტყველებით იყურებოდა. ისე ჩანს, რომ მანჯუკიჩი ნდობის ნაკლებობას განიცდის - მას პეპი აშკარად არ აფასებს.
ხორვატი თავდამსხმელისთვის აშკარად მტკივნეულია ისიც, რომ "ბაიერნთან" მიმართებაში ყოველდღე ახსენებენ რობერტ ლევანდოვსკის. ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ მანჯუკიჩსა და გვარდიოლას კარგი ურთიერთობა არ აქვთ, რის გამოც არაა გამორიცხული, რომ ხორვატმა კლუბის გამოცვლაზე იფიქროს. თანაც, მარიოს მთხოვნელები არ აკლია...
ძირითადი შემადგენლობა ცნობილია?
"აუდის" თასის შემდეგ, ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. მოსამზადებელ პერიოდში რეკორდმაისტერმა 12 მატჩი ჩაატარა და ამ შეხვედრებში პეპი ბევრ რამეს ცვლიდა, "სიტისთან" გამოყვანილი სასტარტო შემადგენლობა კი საბოლოო ჩანს.
როგორც ჩანს, პეპი საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ფილიპ ლამის ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზეა.
მათიას ზამერის ირიბი მოწოდებების შემდეგ, გვარდიოლამ ბასტიან შვაინშტაიგერიც ძირითადში დააბრუნა და 4-1-4-1 ტაქტიკურ სქემაში კლასიკურ საყრდენად სწორედ შვაინის ათამაშებს, ტიაგო ალკანტარას კი, რომელმაც მარტოხელა საყრდენად არ გაამართლა, შემტევი ნახევარმცველების ოთხეულში ასწევს, ოღონდ, ამ უკანასკნელს შვაინშტაიგერისთვის აქტიური მიხმარება დაევალება. ცენტრფორვარდის პოზიციაზე უკვე ვისაუბრეთ:
იქ გვარდიოლა უპირატესობას თომას მიულერს ანიჭებს. ხავი მარტინესის დაცვის ცენტრში გადაწევაც გადაწყვეტილი ამბავი ჩანს - ესპანელი იქ დანტეს შეუწყვილდება, ჟერომ ბოატენგსა და დანიელ ვან ბუიტენს კი სათადარიგო ფეხბურთელების სტატუსით დაკმაყოფილება მოუწევთ.
ამ ეტაპზე სწორედ ასე ჩანს, ისე კი, "ბაიერნში" უდიდესი კონკურენციაა, რაზეც უკვე ბევრჯერ დავწერეთ და ცხადია, რომ პეპიც როტაციას მიმართავს. მარტო მარიო გიოტცე რად ღირს, რომელიც, სხვათა შორის, უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა...
აუდის თასი
1/2 ფინალი
ბაიერნი-სან პაულო 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (55), 2:0 ვაიზერი (86)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (90. შმიტცი), დანტე (64. ვან ბუიტენი), ხავი მარტინესი (64. ბოატენგი), ალაბა (90. ჰოიბერგი) - შვაინშტაიგერი (64. კირხჰოფი) - რობენი (59. თ. მიულერი), ლამი (72. ვაიზერი), კროოსი (67. შაჩირი), რიბერი (78. გრინი) - პისარო (46. მანჯუკიჩი).
სან პაულო (4-1-2-1-2): როჟერიო სენი - დუგლასი (69. ლუკას სილვა), რაფაელ ტოლოი (69. ლუკას ფარიასი), პაულუ მირანდა (13. ედსონ სილვა), რეინალდო - როდრიგო (56. მაიკონი) - ველინგტონი, ფაბრისიო (64. ლუკას ევანჟელისტა) - ჟადსონი (54. ადემილსონი) - ალოიზიო (78. სილვინიო), ოსვალდო (46. განსო).
შენიშვნა: 88-ე წუთზე როჟერიო სენიმ (სან პაულუ) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება:Lკროოსი - ველინგტონი
მაყურებელი:L60 000
მანჩესტერ სიტი-მილანი 5:3
გოლები: 1:0 სილვა (4), 2:0 მ. რიჩარდსი (19), 3:0 კოლაროვი (22), 4:0 ჯეკო (32), 5:0 ჯეკო (36), 5:1 ელ შაარავი (37), 5:2 ელ შაარავი (39), 5:3 პეტანია (43)
მანჩესტერ სიტი (4-2-2-1-1): ჰარტი - მ. რიჩარდსი, ლესკოტი, ხავი გარსია, კოლაროვი - ფერნანდინიო (46. როდუელი), იაია ტურე - ხესუს ნავასი (46. ნასრი), სილვა (63. მილნერი) - იოვეტიჩი (46. ნეგრედო) - ჯეკო (63. ბერი).
მილანი (4-1-2-1-2): ამელია (46. გაბრიელი) - ანტონინი, ძაკარდო, ვერგარა (73. კრისტანტე), კონსტანტი (65. ემანუელსონი) - ნ. დე იონგი (74. პაჩიფიკო) - ტრაორე (46. ნოჩერინო), მუნტარი (65. პოლი) - ბოატენგი (79. პინატო) - ელ შაარავი, პეტანია (46. ნიანგი).
მაყურებელი: 35 000
მატჩი მესამე ადგილისთვის
მილანი-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 კინგსლი ბოატენგი (53)
მილანი (4-2-1-3): ამელია - ძაკარდო, ნოჩერინო, პაჩიფიკო, ემანუელსონი - ვერგარა (46. ლოტი), კრისტანტე - პოლი - პეტანია (63. კევინ-პრინს ბოატენგი), ნიანგი (70. კონსტანტი), ელ შაარავი (46. კინგსლი ბოატენგი).
სან პაულო (4-1-2-1-2): დენისი - ლუკას სილვა, რეინალდო, დუგლასიუ, ედსონ სილვა - როდრიგო - მაიკონი (75. ფაბრისიო), ლუკას ევანჟელისტა - განსო (62. ჟადსონი) - სილვინიო, ალოიზიო (62. რონი).
გაფრთხილება: პოლი - რონი
მაყურებელი: 20 000
ფინალი
მანჩესტერ სიტი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ნეგრედო (61), 1:1 თ. მიულერი (66-პენ), 1:2 მანჯუკიჩი (73)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, ბოიატა, კლიში - ფერნანდინიო, ბერი (46. იაია ტურე) - მილნერი, იოვეტიჩი (46. ხესუს ნავასი), ნასრი - ნეგრედო (74. ჯეკო).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი (91. ვაიზერი), ხავი მარტინესი (67. ჟერომ ბოატენგი), დანტე (67. ვან ბუიტენი), ალაბა - შვაინშტაიგერი (62. კირხჰოფი) - რობენი (56. შაჩირი), კროოსი (59. რაფინია), ტიაგო (56. მანჯუკიჩი), რიბერი - თ. მიულერი.
გაფრთხილება: ბოიატა
მაყურებელი: 69 000
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა: მიუნხენის "ბაიერნი" ახალი სეზონისთვის მზადაა