მარიო მანჯუკიჩი (27 წლის, "ბაიერნი") - ხორვატმა წინა სეზონის ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა და "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა - მიუნხენურ კლუბში მოვიდა ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც უფრო ტექნიკურ და მოძრავ ფორვარდებს ანიჭებს უპირატესობას. თანაც, მარიო გიოტცე
კონფლიქტის შანსი: 70%
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (27 წლის, "ბორუსია", დორტმუნდი) - ბოლო პერიოდში "კუბას" ვირუსი სჭირდა და მას გარკვეული დრო გაუცდა. "აუგსბურგთან" გამართულ პირველი ტურის შეხვედრაში პოლონელი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მინდორზე მხოლოდ 57-ე წუთზე შევიდა, მის პოზიციაზე მოთამაშე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპს უყვარს როტაცია, ბლაშჩიკოვსკი ძირითადში ხშირად უნდა ვიხილოთ.
კონფლიქტის შანსი: 1%
ფელიპე სანტანა (27 წლის, "შალკე") - "ჩემი მიზანი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა", - განაცხადა ფელიპე სანტანამ და პირველივე ტურის მატჩს 90 წუთის განმავლობაში სკამიდან უცქირა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან "ჰამბურგთან" (3:3) ჯოელ მატიპმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა ("ბილდის" შეფასება: 6, "კიკერის": 5) და შესაძლოა, მომდევნო ტურში ("ვოლფსბურგთან") ძირითად შემადგენლობაში ექს-დორტმუნდელი ვიხილოთ.
კონფლიქტის შანსი: 50%
სიმონ როლფესი (31 წლის, "ბაიერი") - "ბაიერის" მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ "ფრაიბურგთან" (3:1) მატჩის წინ სიმონ როლფესს უთხრა, რომ მას შეხვედრა რეზერვისტად უნდა დაეწყო. შარშანდელ სეზონში გუნდის კაპიტანმა 30 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ახლა "ბაიერში" მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ლარს ბენდერი, გონსალო კასტრო, შტეფან რაინარტცი, ემრე ჩანი, იენს ჰეგელერი და ლევინ იოზთუნალი - ყველა ამ ფეხბურთელს შეუძლია როლფესის ნაცვლად თამაში.
31 წლის ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ტირილს ნამდვილად არ დავიწყებ იმის გამო, რომ ერთი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დავიწყე". ეს კი გასაგებია, მაგრამ რა იქნება, თუ ასე რამდენიმე ტურის განმავლობაში გაგრძელდა?
კონფლიქტის შანსი: 30%
რონი (27 წლის, "ჰერტა") - მეორე ბუნდესლიგაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (18 გოლი, 15 საგოლე პასი) იძულებული იყო, რომ პირველი ტურის მატჩისთვის თვალი გვერდიდან ედევნებინა, მინდორზე კი მისი კონკურენტი ალექსანდრ ბაუმიოჰანი ბრწყინავდა. ბრაზილიელი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გოლი მაინც გაიტანა.
"რონიმ სათადარიგოთა სკამზე კოლეგების ყველა გოლი იზეიმა, რაც კარგის ნიშანია," - განაცხადა "ჰერტას" მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა.
კონფლიქტის შანსი: 40%
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"