33 წლის ხორვატ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს არ უნდოდა "იუვენტუსის" დატოვება, მაგრამ არ ათამაშეს და იძულებული გახდა, გუნდი გამოეცვალა.
მანჯუკიჩმა ყატარის "ალ-დუჰაილთან" გააფორმა კონტრაქტი, რომლის დეტალებსაც არ ახმაურებენ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვე" ტრანსფერში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.
მანჯუკიჩი "იუვენტუსში" 2015 წელს "ატლეტიკოდან" გადავიდა და მის რიგებში 118 მატჩში 31 გოლი გაიტანა.