ჩეხეთის ნაკრების ფორვარდი გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს - მას ფრანკფურტში 19 ან 20 აგვისტოს ელიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში, "ბრაუნშვაიგთან" თამაში შეეძლება.
კადლეცმა წინა სეზონში ჩეხეთის ჩემპიონატში 26 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებში 4 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"