ჰენრიხ მხითარიანი დებიუტით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ახალწვეული ჰენრიხ მხითარიანი ბუნდესლიგაში თავისი დებიუტით უკმაყოფილოა.

"ფაქტია, "ბრაუნშვაიგთან" კარგად ვერ ვითამაშე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას დავიწყებ.

განსაკუთრებით უკმაყოფილო მეორე ტაიმში გაფუჭებული საგოლე მომენტის გამო ვარ - ასეთი შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. თუმცა მთავარი ის არის, რომ მოვიგეთ,"
- უთხრა 24 წლის სომეხმა ვარსკვლავმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" დონეცკის "შახტარს" მხითარიანში 27 მილიონი ევრო გადაუხადა, რითაც ჰენრიხი "დორტმუნდის" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სომეხი და ვარსკვლავი ცოტა უცხო გასაგებია ; ))
0

სიახლეები პოპულარული