ამ დრამატულ მატჩში ფრანგი ნახევარმცველი პეტრ ჩეხის კარს გამუდმებით უქმნიდა საფრთხეს და მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო. სწორედ მან გაიტანა მიუნხენელთაგან პირველი გოლი, რითაც გაათანაბრა ანგარიში.
შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი გერმანელებმა იმარჯვეს.
"რა თქმა უნდა, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს ჩვენ 120 წუთი ვითამაშეთ, შემდეგ კი პენალტების სერია გვქონდა...
მიხარია, რომ საბოლოო
ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჯილდო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ხოსეპ გვარდიოლასთვის.
"ძალიან გახარებული ვარ გუნდისა და მწვრთნელის გამოც, რადგან ეს გვარდიოლასთვის გამორჩეული მატჩი იყო, თუ გავითვალისწინებთ მის მეტოქეობას ჟოზე მოურინიოსთან.
ხოსეპ გვარდიოლასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. გასულ სეზონში ჩვენ ყველაფერი მოვიგეთ, რაც შეიძლებოდა და ამის გამო ის განსაკუთრებული წნეხის ქვეშაა, რასაც მთელი გუნდი გრძნობს. თუმცა, ეს წნეხი გარკვეულწილად გვეხმარება კიდეც და დამატებით სტიმულს გვაძლევს.
ბრწყინვალე დამრიგებელი გვყავს, რომელიც თავის საქმეს არაჩვეულებრივად უძღვება და ჩვენც მისით ძალიან კმაყოფილი ვართ", - აქვეყნებს რიბერის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ჩელსი 2:2 (პენ. 5:4) - პეპის პირველი ტიტული "ბაიერნში" [VIDEO]