ბერლინელებს იოს ლუჰუკაის ხელში საკუთარ "ოლიმპიაშტადიონზე" არც ერთი მატჩი არ წაუგიათ და თუ ეს სერია დღევანდელი შეხვედრითაც გაგრძელდა, ლევან კობიაშვილის გუნდი კვლავინდებურად კარგ პოზიციაში იქნება. ყველაზე კარგი განწყობა კი უდავოდ მაიკ ფრანცს ექნება, რომელიც 650-დღიანი (!) იძულებითი პაუზის შემდეგ 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, პირველად ითამაშებს.
ლუჰუკაი დიდი ხნის უთამაშებელ ფრანცს ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამწესებს, თუ ლანგკამპი დღეს საღამომდე მომჯობინებას ვერ მოასწრებს. დაცვის
სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, უნდა ვთქვათ, რომ "შტუტგარტს" ბერლინში უჭირს ხოლმე. შვაბებმა ბოლო 14 სტუმრობიდან გერმანიის დედაქალაქიდან სამი ქულა მხოლოდ ერთხელ წაიღეს - ეს 2010 წლის 10 აპრილს მოხდა.
მაშინ "შტუტგარტმა" "ჰერტა" ბერლინში 1:0 დაამარცხა და ის ერთადერთი გოლი კაკაუმ გაიტანა. თუმცა გერმანიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დღეს შვაბენლანდური კლუბის ძირითადი ფორვარდი აღარაა. "შტუტგარტის" წინა ხაზზე ახლა ვედად იბიშევიჩი ბრწყინავს. ბოსნიელმა წინა ტურში, "ჰოფენჰაიმთან" ჰეთ თრიკი შეასრულა, ახლა კი ბერლინელებს ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ შვაბებს თომას შნაიდერის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავთ, რომლის დებიუტი "ჰოფენჰაიმთან" წარმატებული გამოდგა.
გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
13 სექტემბერი
ჰერტა-შტუტგარტი 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჰანი, მუხტარი, მ. ნდიენგი - ნიდერმაიერი, დიდავი, როხასი, აბდელაუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +21=15-10, (66:75)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"