მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მეკარე ოლივერ კანმა ჰომოსექსუალ სპორტსმენებს ორიენტაციის დაფარვისკენ მოუწოდა.
44 წლის კანის აზრით, პროფესიულ სპორტში არსებული ატმოსფერო ტოლერანტული ვერ იქნება.
"ჩვენს საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმი სერიოზული პრობლემა აღარაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პროფესიული სპორტიც იმავე გზით მიდის.
რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მიმაჩნია, რომ ამის აღიარება სპორტსმენისგან - გაუმართლებელი ნაბიჯია. სპორტში დაძაბული ატმოსფეროა, მეტოქეობის სული მძლავრობს და ადამიანები თავს ბევრი ულამაზო რამის გაკეთების უფლებას აძლევენ.
სიტუაცია გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს", - აქვეყნებს კანის ნათქვამს "ევროსპორტ გერმანია".
17:28 13-09-2013
ოლივერ კანი: გეი-სპორტსმენებმა თავიანთი ორიენტაცია უნდა დამალონ!
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
რო არ გავს..რას გაუგებ მაგათ:))