პრინციპში, "ბაიერნს" ამის საფრთხე არც ემუქრება, რადგან, "ჰანოვერის" სახით, მართალია, ამბიციურ გუნდს, მაგრამ თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს მეტოქეს ეთამაშება.
თავად დორტმუნდის "ბორუსიას" კი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ჰამბურგთან" ექნება საქმე და იურგენ კლოპის გუნდი შარშანდელი წაგებებისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
"ბაიერნი" ვალდებულია, მოიგოს
"ბაიერნისა" და "ჰანოვერის" ჯახი მეორე და მესამეადგილოსნების დუელია. შესავალშიც ვთქვით, რომ "ჰანოვერი" "ბაიერნისთვის" ერთ-ერთი
პეპ გვარდიოლას გუნდისთვის მოგება ამჯერადაც აუცილებელია, რადგან წინა ტურში "ბაიერნმა" "ფრაიბურგთან" ორი ქულა დაკარგა (1:1). საინტერესოა, როგორ ფორმაში დაბრუნდნენ "ბაიერნის" ვარსკვლავები სანაკრებო პაუზიდან.
ბასტიან შვაინშტაიგერს ეს არ ეხება, რადგან ტრავმის გამო ნაკრებში არ ყოფილა და მისი თამაში "ჰანოვერთანაც" კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ჰანოვერში" კი თავდამსხმელ მამე დიუფის თამაშია საეჭვო. მის მწვრთნელ მირკო სლომკას მიუნხენში საზარელი ბალანსი აქვს: სლომკა "ბაიერნს" სულ შვიდჯერ ესტუმრა და ბავარიიდან მხოლოდ ერთი ქულა აქვს წაღებული.
ქარხნის გუნდების დუელი
ფარმაცევტული კომპანია "ბაიერის" გუნდი ავტოგიგანტ "ფოლსკვაგენის" კონცერნის გუნდის წინააღმდეგ - "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირება იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ ორივე ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებობს. აგვისტოს მიწურულს "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმში" დაწუნებული ერენ დერდიოკი დაიბრუნა. შვეიცარიელი თავდამსხმელი შტეფან კისლინგის ალტერნატივა იქნება.
თავდასხმა აქტუალური თემაა "ვოლფსბურგშიც": "მგლებმა" პატრიკ ჰელმესი "კიოლნში" გაუშვეს, ბას დოსტი კი ტრავმირებული ჰყავთ. გამოდის, რომ დიტერ ჰეკინგის განკარგულებაში ერთადერთი ხარისხიანი ცენტრფორვარდია - ვეტერანი ივიცა ოლიჩი, რომელიც დღეს 34 წლის გახდა.
ხორვატს დაბადების დღეზე გოლის გატანასთან ერთად ისიც უნდა, რომ "ვოლფსბურგის" საშინელი სერია დაასრულოს - "მგლებს" ლევერკუზენში 16 თამაში აქვთ ჩატარებული და არცერთხელ არ მოუგიათ.
"აინტრახტს" "ვერდერთან" თამაში უყვარს
"ვერდერმა" სეზონი ორი მოგებით დაიწყო, მაგრამ მერე "ჩაფლავდა" (ზედიზედ ორი მარცხი) და ბრემენულ კლუბში ისევ გაურკვევლობაა.
14 სექტემბერს "მუსიკოსებს" ფრანკფურტის "აინტრახტთან" ექნებათ საქმე, რომელიც ორი ტურის შემდეგ უქულოდ იყო, მესამე (2:0 ბრაუნშვაიგთან) და მეოთხე ტურებში კი (1:2 დორტმუნდთან) თამაში გამოასწორა. თანაც, "აინტრახტი" ის გუნდია, რომელმაც ბუნდესლიგაში "ვერდერის" დამარცხება ყველაზე მეტჯერ, 30-ჯერ მოახერხა.
მეგობრები ერთმანეთის წინააღმდეგ
"მაინცი" და "შალკე" ოფიციალურად ერთმანეთის მეგობრები არ არიან, მაგრამ ფეხბურთელებს ერთმანეთში იმდენად ხშირად ცვლიან, რომ იძულებულები ვართ, მეგობრები ვუწოდოთ.
ამჯერადაც ასე მოხდა: ადამ სალაი "მაინციდან" "შალკეში" გადავიდა, კრისტოფ მორიტცი კი - პირიქით. გარდა ამისა, მაინცელები ბუნგერტი და ვეტკლო ადრე "შალკეში" თამაშობდნენ, მეორე მხირვ კი, "შალკეს" ფეხბურთელებმა, ფუხსმა, ნოიშტედტერმა და ჰუგლანდმა იციან, რა ელით "მაინცის" არენაზე.
ბუნდესლიგის მოყვარულებს მიმუნ აზაუაგის ისტორიაც ეხსომებათ...
თომას ტუხელის გუნდმა სეზონი ბრწყინვალედ, 3 მოგებით დაიწყო, მაგრამ წინა ტურში ჰანოვერში 1:4 განადგურდა. მიუხედავად ამისა, "მაინცის" სტარტს მაინც კარგი ეთქმის. "შალკეს" 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს, მაგრამ გელზენკირხენელები კარგ ხასიათზე არიან, რადგან წინა ტურში "ლევერკუზენთან" პირველი გამარჯვება იზეიმეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გააღწიეს.
რა შეუძლია "აუგსბურგს"?
"აუგსბურგისთვის" სეზონი საზარლად (2 წაგებით) დაიწყო და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მარკუს ვაინცირლის გუნდს ისევ მაჩანჩალობა მოუწევდა, მაგრამ მერე პატარა სასწაული მოხდა - "აუგსბურგმა" მესამე და მეოთხე ტურებში მოიგო და ერთკვირიან პერიოდში შეძლო ის, რასაც წინა სეზონებში ხანდახან თვეების მანძილზე ელოდა ხოლმე.
საინტერესო ისაა, რომ "აუგსბურგმა" ოთხივე ტურში იდენტური სასტარტო შემადგენლობით ითამაშა (მეკარის გარდა) და თუ მიზანს ცენტრფორვარდი მიოლდერსიც გაასწორებს (ამ უკანასკნელს 612-წუთიანი მშრალი სერია აქვს), "აუგსბურგს" რეალური შანსი ექნება, რომ სეზონის აღმოჩენად იქცეს.
"ფრაიბურგში" კი ყველაფერი პირიქითაა: წინა სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური გუნდი მოუგებლად ასპარეზობს, თუმცა "ბაიერნთან" 1:1-მა ბრაისგაუელები ოპტიმისტურად განაწყო.
"დორტმუნდს" ვენდეტა სურს
ტურის ცენტრალური მატჩი "დორტმუნდისა" და "ჰამბურგის" დაპირისპირებაა, რომელსაც სიმძაფრეს ის ფაქტი სძენს, რომ წინა სეზონში "ჰამბურგმა" "ბორუსიას" ორივე თამაში მოუგო.
იურგენ კლოპის შეგირდებს განსაკუთრებით მწარედ მეორე წრის შეხვედრა ახსოვთ, რომელშიც "ჰამბურგმა" 4:1 მოიგო. იმ თამაშში "ბორუსიას" გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი ძალიან საეჭვო ციტუაციაში გააძევეს.
პოლონელი გოლეადორი ნაკრებიდან მცირე ტრავმით დაბრუნდა და გამორიცხული არაა, რომ დღეს ვერ იასპარეზოს.
მცირე ტრავმა აწუხებს "ჰამბურგის" ლიდერ რაფაელ ვან დერ ვაარტსაც, თუმცა ჰოლანდიელმა გამოჯანმრთელება წესით უნდა მოასწროს. წინა ხაზზე ბაისტერი და ზუა ამ ეტაპზე უალტერნატივონი არიან, თუმცა ჩრდილოელთა თავკაც ტორსტენ ფინკს ლასოგას სახით ახალი ფორვარდიც ჰყავს.
გოლების წვიმა კვირას?
"ჰოფენჰაიმისა" და "გლადბახის" მატჩში წესით ბევრი გოლი უნდა გავიდეს, რადგან "ჰოფეს" მონაწილეობით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 24 გოლი (ბურთების შეფარდება: 12:12) გავიდა, "გლადბახი" კი იმავე ასპექტში 18 გოლით (10:8) დაიკვეხნის.
სამაგიეროდ, შეტევაში არაფრად ვარგანან "ბრაუნშვაიგი" და "ნიურნბერგი" - ბუნდესლიგის მეხუთე ტურს კვირას სწორედ მათი დუელი დახურავს.
გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
13 სექტემბერი
ჰერტა-შტუტგარტი 0:1
14 სექტემბერი
ბაიერნი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰუსტი (ჰანოვერი)
ტრავმა: ბადშტუბერი, კირხჰოფი, მ. გიოტცე, ჰოიბერგი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა - ჩერუნდოლო, პანდერი, ფრანკა, მ. დიუფი
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +31=8-9, (131:51)
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: ლომბი, კორი - დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 თამაში: +16=5-11, (58:45)
ვერდერი-აინტრახტი 17:30
ტრავმა: შმიტცი, ბარგფრედე, იუნუზოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, თრაიბული - როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა
ურთიერთშეხვედრები
სულ 86 თამაში: +38=18-30, (140:123)
მაინცი-შალკე 17:30
ტრავმა: შტოლცი, კოხი, ზიმლინგი, შ. პარკერი - კოლასინაცი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, ჰუნტელაარი, ობასი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=3-8, (12:24)
აუგსბურგი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: ბობადილია - ჰედენსტადი, პილარი, ცუკი, ტერაცინო
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=2-2, (3:6)
დორტმუნდი-ჰამბურგი 20:30
ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი - ბადელი, ილიჩევიჩი, ნაფიუ
ურთიერთშეხვედრები
სულ 92 თამაში: +32=27-33, (161:168)
15 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)
ტრავმა: რომარიო, ლუდვიგი, რობერტო ფირმინო, ვუკჩევიჩი - დაჰუდი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=3-2, (15:12)
ბრაუნშვაიგი-ნიურნბერგი 19:30
დისკვალიფიკაცია: პინოლა (ნიურნბერგი)
ტრავმა: კორეია, ჰენი - მარკოს ანტონიო, გებჰარტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=3-8, (33:29)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 5 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ნ. მიულერი (მაინცი); 3 - ალაგუი (ჰერტა), ობამეიანგი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), რამოსი (ჰერტა), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), სემი (ლევერკუზენი), ვან დერ ვაარტი (ჰამბურგი), ფოლანდი (ჰოფენჰაიმი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"