იურგენ კლოპი: ვერ მოვიგეთ, მაგრამ მაინც ყოჩაღ... [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდელსლიგის VI ტურში ფრეს დასჯერდა დორტმუნდის "ბორუსია".

როგორც ჩანს, იურგენ კლოპის შეგირდებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" განცდილი მარცხით გამოწვეული წყენის დავიწყება. 21 სექტემბერს, დორტმუნდელები სტუმრად "ნიურნბერგთან" მხოლოდ ფრეს გამორჩნენ.

არადა, 37-ე წუთზე სტუმრები მარსელ შმელცერის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა პერ ნილსონმა (51) გათანაბრება შეძლო და საბოლოოდ "ნიურნბერგს" ქულა მოუტანა - 1:1.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის შემდეგ შედეგით კლოპი უკმაყოფილო იყო, მაგრამ თავისი გუნდი მაინც შეაქო:

"საკმაოდ ინტენსიური თამაში გამოვი
და, სადაც უამრავი დუელი ვიხილეთ. არ გვინდოდა, მეტოქეს უპირატესობა მოეპოვებინა და ამიტომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანეთ. შესვენების შემდეგაც ორი ცვლილება განვახორციელეთ.

გვქონდა წარუმატებელი მონაკვეთი, რომლის დროსაც თავის დაცვა გვიჭირდა. თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ შევძელით ყურადღების მოკრება და რამდენიმე ძალიან კარგი მომენტის შექმნა.

ფრეთი უკმაყოფილო ვარ, მაგრამ შედეგი მაინც სამართლიანია. ბუნდესლიგა არაა ადვილი ტურნირი, ჩემმა გუნდმა კი დღეს კარგად იბრძოლა",
- აქვეყნებს კლოპის სიტყვებს goal.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული