"ჰამბურგში" ბერტ ვან მარვეიკი დაინიშნა

AutoSharing Option
"ჰამბურგის" თავკაცის პოსტზე ტორსტენ ფინკს ბერტ ვან მარვეიკი შეცვლის.

არაოფიციალური ცნობით, "ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ჰოლანდიელ მწვრთნელსაც შეუთახმდა.

კონტრაქტის ვადა 2 ან 3 წელი იქნება და ხელმოწერა რამდენიმე დღეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ჰამბურგს" დროებით როდოლფო კარდოსო და ოტო ადო წვრთნიდნენ, აქედან კი არაფერი გამოვიდა - გუნში შინ "ვერდერთან" 0:2 დამარცხდა.

"ჰამბურგის" ლიდერიც ჰოლანდიელია - რაფაელ ვან დერ ვაარტი.

ბერტ ვან მარვეიკი 61 წლისაა, ბოლოს (2008-2012) ის ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში.

ვან მარვეიკმა გუნდი მუნდიალის
ფინალში გაიყვანა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთთან წააგო. მაგრამ ევრო 2012-ზე კრახის მერე ის დაითხოვეს და ლუის ვან გაალით შეცვალეს.

ასევე იხილეთ:
ტორსტენ ფინკი დაიფრინეს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული