პირველ ნახევარ საათში ხოსეპ გვარდიოლას შეგირდები უკვე 2:0-ს იგებდნენ - თომას მიულერისა და კლაუდიო პისაროს გოლების წყალობით.
მაგრამ ტაიმის ბოლოს დიდიე ია კონანმა ერთი ბურთი გაქვითა.
თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როცა მიულერმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ გაიტანა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს "ბაიერნის" თავკაცი წარუდგა:
"ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუკი პირველი ტაიმის ბოლო 10-15 წუთს არ ჩავთვლით, როცა სათამაშო
აღფრთოვანებული ვარ გუნდის თამაშით მე-2 ტაიმში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ბაიერნმა" რთული მატჩი მოუგო ძალიან ძლიერ გუნდს.
ტიტულების მოგებას 11 ფეხბურთელით ჩვენ ვერ შევძლებთ. ამიტომ საჭიროა როტაცია. საბედნიეროდ, ჩვენ ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს", - განაცხადა პეპმა.
ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. II ეტაპი: "დორტმუნდს" გაუჭირდა, "მაინცი" გავარდა