როგორც ირკვევა, 61 წლის ჰიონესს იმედი ჰქონდა, რომ ბუნდესმწვრთნელი ახლახან გამოჯანმრთელებულ გიოტცეზე უარს იტყოდა და მას ფორმის აღდგენის საშუალებას მისცემდა.
"ვფიქრობ, ყველასთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ მარიოს ორი კვირა ვარჯიში შესძლებოდა და ფორმა აღედგინა," - უთხრა ჰიონესმა "კიკერს" და დასძინა, ეს ჩემი პირადი აზრიაო.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს გამოჯანმრთელებული გიოტცე "ჩელსისთან" სუპერთასის მატჩში დაშავდა და მას მერე ახლახან გამოჯანმრთელდა. "მანჩესტერ სიტისთან" და "ლევერკუზენთან" შეხვედრებში ხოსეპ
ბენდერების ნაცვლად ვესტერმანი
ირლანდიასთან (11 ოქტომბერს) და შვედეთთან (15 ოქტომბერს) დაგეგმილ შეხვედრებში გერმანიის ნაკრებს ტრავმების ტყუპები, ლარს და სვენ ბენდერები გამოაკლდნენ.
ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მათ ნაცვლად მხოლოდ ერთ ფეხბურთელს უხმო - "ჰამბურგის" მცველ ჰაიკო ვესტერმანს, რომელსაც დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში და გარდა ამისა, საყრდენი ნახევარმცველობაც ეხერხება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვმა მთელ გერმანიას აწყენინა - შტეფან კისლინგს ისევ ხელი ჰკრა!