მისი თქმით, ისინი საკუთარ სათამაშო ფილოსოფიას ქმნიან.
"ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, რომელიც "ბარსელონას" ხელმძღვანელობდა და გუნდში სათამაშო სტილი "ტიკი-ტაკა" დანერგა, გაჩნდა ჭორები, რომ სპეციალისტი გერმანულ გუნდშიც იგივეს იზამდა.
თუმცა "ბუნდესგუნდის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა ეს ჭორები უარყო.
"ბაიერნი" მეორე "ბარსელონა" არაა. შედარება ლოგიკურია, მაგრამ აქცენტი საკუთარ თავზე უნდა გავაკეთოთ.
ჩვენ ვართ "ბაიერნი"! ჩვენ არ გვყავს ჩავი, არ გვყავს მესი, მაგრამ ჩვენთან სხვა დიადი
ფეხბურთელები თამაშობენ.
"ბარსელონას" სტილში არ ვთამაშობთ, საკუთარი სტილი გვაქვს, ხოლო გვარდიოლა საკუთარი ხედვით მასზე საუკეთესო გავლენას ახდენს", - თქვა რობენმა.
ამ დროისთვის "ბაიერნი" ბუნდესლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლიდერობს.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით