"ბაიერნს" და "დორტმუნდს" კი დღეს საშინაო დავალებები აქვთ შესასრულებელი - რეკორდმაისტერი "მაინცს" მასპინძლობს, "ბორუსია" - "ჰაონვერს". ფრაიბურგი (ბრემენში ჩადის) და "ნიურნბერგი" (ფრანკფურტში) პირველ გამარჯვებებს ელოდებიან.
კლოპს საკადრო პრობლემები აქვს
შეიძლება ითქვას, რომ "დორტმუნდს" სანაკრებო პაუზამ სულზე მოუსწრო - ორკვირიანი შესვენების გამო "ბორუსიას" ტრავმირებულ ფეხბურთელებს გამოჯანმრთელებისთვის მეტი დრო ჰქონდათ. იურგენ კლოპის ლაზარეთი მართლაც
აღსანიშნავია, რომ "ჰანოვერსაც" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია: დიდიე ია კონანი და ფელიპე ნაღდად ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ, შეიძლება მომჯობინება მოასწროს მამე დიუფმა, რომელიც "წითლებისთვის" დიდი ძალაა.
"ბაიერნი" ისევ მარტივად მოიგებს?
"მინდა, რომ ბურთი სულ ჩვენ გვქონდეს. მიყვარს, როცა ბურთი ჩვენ გვაქვს, რადგან თამაშს ასე უფრო ვაკონტროლებთ," - ეს "ბაიერნის" თავკაც პეპ გვარდიოლას სიტყვებია.
მართლაც: ბავარიელები რეკორდებს ახლა უკვე ბურთის ფლობის მხრივაც ამყარებენ: "ნიურნბერგთან" 2:0-ზე მოგებულ შეხვედრაში რეკორდმაისტერის ბურთის ფლობის მაჩვენებელი 80.9 პროცენტი იყო, რაც ბუნდესლიგაში რეკორდია. მხოლოდ ბუნდესლიგის მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, "ბაიერნის" ბურთის ფლობა საშუალოდ ერთ მატჩში 70.5 პროცენტია. შედარებისთვის, დორტმუნდის "ბორუსია" მაჩვენებელი ამ კრიტერიუმში "მხოლოდ" 58 პროცენტია.
"ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელია და რომ ფეხბურთელებს მისი ესმით," - მწვრთნელს სპორტული დირექტორი მათიას ზამერიც საუკეთესო ეპითეტებით ამკობს.
სწორედ ასეთი დომინირებით აპირებენ მიუნხენელები მაინცელების დამარცხებასაც. შეგახსენებთ, რომ თომას ტუხელის გუნდს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა წინა ტურში "მაინცმა" "ჰოფენჰაიმთან" 2:2-ით ზედიზედ 4-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და ესეც საქმეა.
"ფრაიბურგი" ბრემენში
"ვერდერი" "ფრაიბურგს" მასპინძლობს და გუნდები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებიან: ბრემენული კლუბი ცხრილის შუაშია და სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, "ფრაიბურგს" კი ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია და გატანილი (9) თუ მიღებული (18) გოლების რაოდენობებითაც ბოლოსწინა ადგილზეა. "ფრაის" თავკაცი კრისტიან შტრაიხი გამწარებულია - სამწვრთნელო კარიერაში 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქამდე არასდროს მქონიაო. თუმცა შტრაიხს თავისი გუნდის შესაძლებლობების სჯერა და ბრემენშიც იმედიანად ჩადის.
"შალკეს" ლიდერები აკლია
"ბრაუნშვაიგმა" წინა ტურში პირველი გამარჯვება (2:0 ვოლფსბურგში) იზეიმა და წარმატებების იშტაზეც მოვიდა, მაგრამ დღეს "შალკეს" სახით უკვე გაცილებით სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყაქვს. თუმცა გელზენკირხენელებს მთლად კარგად არ აქვთ საქმე: "შალკეს" წინა ხაზზე კლაას-იან ჰუნტელარიიც აკლია (ჰოლანდიელი მეორე წრემდე ვეღარ ითამაშებს) და ჯეფერსონ ფარფანიც. გუშინ საღამომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო კევინ-პრინს ბოატენგისა და კლემენსის ასპარეზობაც.
"ნიურნბერგი" ფრანკფურტში ახალი მწვრთნელის გარეშე
ფრანკფურტის "აინტრახტს" გერმანიის თასზე და ევროპალიგაში ყველა თამაში მოგებული აქვს, ბუნდესლიგაში კი მთლად კარგად ვერ გამოიყურება - მართალია, არმინ ფეეს ბიჭებმა გერმანიის ჩემპიონატში 4-მატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხვეს", მაგრამ ამ ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს.
ფრანკფურტელები დღეს კრიზისში მყოფ "ნიურნბერგს" დისკვალიფიცირებული ფლუმის გარეშე მასპინძლობენ და სამი ქულის აღებას გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნიურნბერგის" ხელმძღვანელებს ახალი მწვრთნელის დასანიშნად ორი კვირა ჰქონდათ, გათავისუფლებული მიხაელ ვიზინგერის შემცლელი ჯერ კიდევ არ ჰყავთ. ამრიგად, "აინტრახტთან" გუნდს დროებითი თავკაცი როჯერ პრინცენი გაიყვანს.
"ჰერტას" მიზანი უკვე ევროპაა
შაბათის საღამოს შეხვედრა "ჰერტას" და "გლადბახის" დაპირისპირებაა. ორივე გუნდის მიზანი ევროსარბიელზე მოხვედრაა. სეზონის დასაწყისში ბერლინელთა მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო, მაგრამ რაკი 8 ტურის შემდეგ საუკეთესო ექვსეულში არიან, რატომაც არ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ სეზონის ბოლოსაც მინიმუმ მეექვსე პოზიციაზე იყვნენ?
გოლუხვი კვირა?
კვირის პირველი შეხვედრა კარგ ფორმაში მყოფი გუნდების, "ჰამბურგისა" და "შტუტგარტის" დაპირისპირებაა. მწვრთნელების შეცვლის შემდეგ ორივემ მოუმატა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, დიდი შანსია, რომ ამ დუელში ბევრი გოლი გავიდეს. "ჰამბურგმა" წინა ტურში "ნიურნბერგის" 5:0-ზე განადგურებით ფანებს გული მოულბო. "შტუტგარტში" ახალი მწვრთნელი (თომას შნაიდერი) უფრო დიდი ხანია მუშაობს და პროგრესი შვაბებსაც ეტყობათ (3 მოგება და 2 ფრე ბოლო 5 მატჩში).
მე-9 ტურს "აუგსბურგისა" და "ვოლფსბურგის" დუელი დახურავს. კარგი სტარტის შემდეგ აუგსბურგელებმა ბოლოს აურიეს და უკანასკნელ სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. დაგეგმილს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და შეიძლება ითქვას, რომ მცირე კრიზისშია "ვოლფსბურგიც" - "მგლები" ცხრილის ქვედა მესამედში არიან, წინა ტურში კი სულაც "ბრაუნშვაიგთან" დამარცხდნენ.
IX ტური
18 ოქტომბერი
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:2
19 ოქტომბერი
დორტმუნდი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: ჰუმელსი (დორტმუნდი)
ტრავმა: პიშჩეკი, გიუნდოგანი, კელი - ფელიპე, მ. დიუფი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +20=14-10, (:)
ბაიერნი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: ვაინრაუხი (ბაიერნი)
ტრავმა: ბადშტუბერი, შაჩირი, ტიაგო ალკანტარა - ბუნგერტი, კოხი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +9=2-3, (37:18)
ვერდერი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბარგფრედე, იგნიოვსკი, დი სანტო - ჰედენსტადი, მუიჯა, ტერაცინო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +19=3-6, (73:37)
ბრაუნშვაიგი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: თოიერკაუფი (ბრაუნშვაიგი)
ტრავმა: პეტკოვიჩი, კორეია, ჰოხშაიდტი - ჰილდებრანდი, კ. პაპადოპულოსი, ანანი, კ. ბოატენგი, ჯონსი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +17=11-8, (62:46)
აინტრახტი-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ფლუმი (აინტრახტი)
ტრავმა: კიტელი, როზენტალი, შვეგლერი, შტენდერა - მარკოს ანტონიო, ფოილნერი, გებჰარტი, გინჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 54 თამაში: +22=18-14, (82:65)
ჰერტა-გლადბახი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმიოჯანი, მ. ნდიენგი - ალვარო დომინგესი, ნორდტვეიტი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +20=14-16, (82:74)
20 ოქტომბერი
ჰამბურგი-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიკმაიერი, რაიკოვიჩი, დემირბაი, ილიჩევიჩი, კაჩარი, ნაფიუ, რინკონი - ულრაიხი, დიდავი, ლაიტნერი, როხასი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 96 თამაში: +42=20-34, (145:149)
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 19:30
დისკვალიფიკაცია: კლავანი (აუგსბურგი)
ტრავმა: ბობადილია, ვლახოდიმოსი - ფელიპე, კოო, ვიეირინია, დოსტი, შაიდჰაუერი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +2=2-0, (5:2)
ბომბარდირები: 7 - სემი (ლევერკუზენი); 6 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მოდესტე (ჰოფენჰაიმი), ნ. მიულერი (მაინცი), კისლინგი (ლევერკუზენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"