ეფენბერგი ბუნდესლიგის მეცხრე ტურში, "ბაიერნი"-"მაინცის" მატჩის 82-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა გააოცა, როდესაც მასპინძლებმა პენალტი დაიმსახურეს. ბურთი ხელში არიენ რობენმა აიღო და დარტყმის შესასრულებლად გაეშურა, თუმცა გვარდიოლამ მიუთითა, რომ ეს თომას მიულერს უნდა გაეკეთებინა.
მართლაც, თერთმეტმერიანი სწორედ მიულერმა დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1.
იხილეთ ვიდეო
"არცერთი თავმოყვარე ფეხბურთელი ისურვებდა 80 ათასი გულშემატკივრის თვალწინ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას. როგორია, ბურთი ხელში გიჭირავს, მზად ხარ დასარტყმელად და ამ
ეს ძალიან საწყენია ნებისმიერი ფეხბურთელისთვის. მწვრთნელი ვალდებულია, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ახსნას. დაუშვებელია იმის თქმა, რომ "მე - მწვრთნელი ვარ და ამას თავად ვწყვეტ", - აქვეყნებს ეფენბერგის ნათქვამს goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ მატჩის წინ პეპმა კლუბის ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც მის ბრძანებებს არ დაემორჩილებიან, სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდებიან.
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტური: იყო და არა იყო რა... [VIDEO]
ხოსეპ გვარდიოლა: ვისთვისაც ჩემი გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, სკამზე იჯდება!