ხოსეპ გვარდიოლა: სად "ბარსელონა" და სად მიუნხენის "ბაიერნი"?!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ესპანურ პრესასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გუნდი "ბარსელონას" სათამაშო ფილოსოფიის გადაღებას არ ცდილობს.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, რომელიც მანამდე სწორედ "ბარსელონას" თავკაცობდა, გერმანულ გრანდს საკუთარი სათამაშო სტილი აქვს.

"ჩემი საქმიანობის ერთ ეტაპს მეორეს ვერაფრით შევადარებ, რადგან "ბარსელონაში" 25 წელიწადი გავატარე, "ბაიერნში" კი სულ ორი თვეა, რაც ვმუშაობ.

საერთოდაც, ამ გუნდების შედარება შეუძლებელია. "ბაიერნი" დიადი კლუბია, რომელსაც არ სჭირდება თუნდაც "ბარსელონას" სათამაშო სტილის კოპირება.

"ბაიერნი" "ბარსელონას" არ ჰგავს თუნდაც იმიტომ, რომ აქ სულ სხვა ფეხბურთელები თამაშობენ.
საერთო ამ გუნდებისა ისაა, რომ ორივე მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ისახავს",
- თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული