ხოსეპ გვარდიოლა: "ჰერტა" ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც ჩვენ გვითამაშია

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-10 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 10 მატჩიდან 26 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და "დორტმუნდსა" და "ლევერკუზენს" თითო ქულით უსწრებს.

ყველასთვის მოულოდნელად ანგარიში "ჰერტას" ფორვარდმა გუსტავო ადრიან რამოსმა თავურით გახსნა.

ხოსეპ გვარდიოლამ 26-ე წუთისთვის ორი შეცვლა განახორციელა, შევიდნენ მარიო გიოტცე და მარიო მანჯუკიჩი და სწორედ ისინი გახდნენ მატჩის გმირები.

29-ე წუთზე ფრანკ რიბერის ჩაწოდებას მანჯუკიჩი თავურით გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა.

51-ე წუთზე ხორვატმა წინ გაიყვანა "ბაიერნი" ისევ საჯარიმო (ამჯერად ბასტიან შვაინშტაიგერმა
ჩააწოდა), ისევ თავური და მიუნხენური გრანდი წინ გავიდა.

სამ წუთში "ბაიერნმა" მესამე გოლი გაიტანა თავურით - რაფინიას ჩამოწოდებულს ტანდაბალი მარიო გიოტცე დაუხვდა.

58-ე წუთზე ანის ბენ-ჰატირამ რამოსის პასით 3:2 გახადა, მაგრამ ბერლინელებმა მეტი ვერ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ლევან კობიაშვილი.

ხოსეპ გვარდიოლა: "ბერლინის "ჰერტა" ერთ-ერთი საუკეთესოა ვის წინააღმდეგაც ჩემს გუნდს მოუწია თამაში. დღეს ჩვენ მაინცდამაინც ვერ გამოვიჩინეთ თავი. კარგია, რომ დრო გვაქვს მომდევნო თამაშისთვის ძალების აღსადგენად. ეს დრო ძალიან ესაჭიროებათ ფეხბურთელებს, რომელთაც ბოლო 2 თვე დაძაბული გრაფიკი ჰქონდათ. ისინი დაიღალნენ და ეს დღეს შესამჩნევი იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული