ხოსეპ გვარდიოლას გუნდი 10 მატჩიდან 26 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და "დორტმუნდსა" და "ლევერკუზენს" თითო ქულით უსწრებს.
ყველასთვის მოულოდნელად ანგარიში "ჰერტას" ფორვარდმა გუსტავო ადრიან რამოსმა თავურით გახსნა.
ხოსეპ გვარდიოლამ 26-ე წუთისთვის ორი შეცვლა განახორციელა, შევიდნენ მარიო გიოტცე და მარიო მანჯუკიჩი და სწორედ ისინი გახდნენ მატჩის გმირები.
29-ე წუთზე ფრანკ რიბერის ჩაწოდებას მანჯუკიჩი თავურით გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა.
51-ე წუთზე ხორვატმა წინ გაიყვანა "ბაიერნი" ისევ საჯარიმო (ამჯერად ბასტიან შვაინშტაიგერმა
სამ წუთში "ბაიერნმა" მესამე გოლი გაიტანა თავურით - რაფინიას ჩამოწოდებულს ტანდაბალი მარიო გიოტცე დაუხვდა.
58-ე წუთზე ანის ბენ-ჰატირამ რამოსის პასით 3:2 გახადა, მაგრამ ბერლინელებმა მეტი ვერ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში სათადარიგო იყო ლევან კობიაშვილი.
ხოსეპ გვარდიოლა: "ბერლინის "ჰერტა" ერთ-ერთი საუკეთესოა ვის წინააღმდეგაც ჩემს გუნდს მოუწია თამაში. დღეს ჩვენ მაინცდამაინც ვერ გამოვიჩინეთ თავი. კარგია, რომ დრო გვაქვს მომდევნო თამაშისთვის ძალების აღსადგენად. ეს დრო ძალიან ესაჭიროებათ ფეხბურთელებს, რომელთაც ბოლო 2 თვე დაძაბული გრაფიკი ჰქონდათ. ისინი დაიღალნენ და ეს დღეს შესამჩნევი იყო".