კურიოზი რურის დერბიში - იურგენ კლოპმა მსაჯს ბურთი თავში გაარტყა [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-10 ტურში გამართული რურის დერბის შემდეგ შედეგით გახარებული იყო დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.

26 ოქტომბერს, გელზენკირხენის "შალკესთან" სტუმრად კლოპის გუნდმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

კურიოზული მომენტი მოხდა მატჩის მსვლელობისას. კლოპისკენ ბურთი გადავარდა და მანაც ფეხი შეაგება, მაგრამ იურგენს დარტყმა ვერ გამოუვიდა კარგი - იქვე მდგომ ერთერთ არბიტრს თავში გაარტყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა, მატჩის შემდეგ კლოპს ამ ფაქტზე ხმა არ ამოუღია.

"ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ვფიქრობ, თამაში ჩვენ უკეთესად დავიწყეთ და სწორი მოქმედებების ხარჯზე დავწინაურდით.

შემდეგ თამაში გაიხსნა, "შალკემ"
ამით ისარგებლა და საბედნიერდ, ვაიდენფელერმა პენალტი მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გავხადეთ და თამაში ისევ გაიხსნა. ძალიან კარგი იყო მოედანზე გამოსული მაქსიმილიან მეიერი, რომელიც ჭკვიანურად მოქმედებდა რგოლებს შორის.

"შალკემ" თავისი გოლი დამსახურებულად გაიტანა. ამის შემდეგ ვითარება აიჭრა და ორივე გუნდმა მაქსიმუმი გაიღო.

საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ამის გამო ძალიან გახარებული ვართ",
- თქვა კლოპმა.

ასევე იხილეთ:
რურის დერბი დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული