განაჩენი გამოცხადდა: გადათამაშება არ იქნება!

AutoSharing Option
"ლევერკუზენისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩში შტეფან კისლინგის მიერ გატანილი სკანდალური გოლის გარშემო დისკუსიას წერტილი დაესვა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა: გადათამაშება არ დაინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფიქსირებული შედეგი (2:1 "ლევერკუზენის" სასარგებლოდ) ძალაში რჩება.

სხდომის დაწყებამდე მხარეები კარგ ხასიათზე იყვნენ. კისლინგმა იხუმრა, როგორც იქნა, გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან მოწვევა მომივიდა და ამაზე უარს როგორ ვიტყოდიო. ჰოფენჰაიმელები კი ცუდ განწყობაზე იყვნენ - როგორც ჩანს, ხვდებოდნენ, რომ მათი პროტესტი შედეგს არ გამოიღებდა.

განაჩენი მოსამართლე რიხტერ ლორენცმა მხარეების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა: გადათამაშება არ
იქნება!

"გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული სასამართლო დამოუკიდებელია. ჩვენ არ ვიღებთ საფეხბურთო კავშირის, საფეხბურთო ლიგის ან ფიფას მოსაწონ გადაწყვეტილებებს, - აღნიშნა ლორენცმა, - ყველა კანონის გათვალისწინებით, მატჩის გადათამაშების საფუძველი არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი შედეგის ძალაში დატოვებაა. მსაჯის გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებების სისტემის ნაწილია."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. IX ტურის შეჯამება. სიმბოლური: კისლინგს და მსაჯს ყველაფერი უნდა დაენახათ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული