22 წლის ნახევარმცველი, რომელიც ბავარიელებმა "ბარსელონადან" 25 მილიონ ევროდ გადაიბირეს, ორი თვე ტრავმირებული იყო, თუმცა ახლა ვარჯიში მხოლოდ მსუბუქი დატვირთვით განაახლა. მან ინდივიდუალურად, მხოლოდ 30 წუთი ივარჯიშა. "ბაიერნის" ექიმების თქმით, ტიაგოს სრულად გამოჯანმრთელებას კიდევ ორი კვირა დასჭირდება.
"ჰერტასთან" შეხვედრაში მიუნხენურ გრანდს ტონი კროოსი და არიენ რობენიც დაუშავდნენ, თუმცა მათი ტრავმები სერიოზული არ გამოდგა - კროოსმაც და რობენმაც გუშინვე სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
როგორც იცით, ბრაზილიელი
გაცილებით სერიოზული ტრავმები აქვთ 35 წლის ფორვარდ კლაუდიო პისაროს და 22 წლის ნახევარმცველ ჯერდან შაჩირის - მათი დაბრუნება დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება დიდი ხნის დაშავებულ ჰოლგერ ბადშტუბერს - 24 წლის მცველი ფეხბურთს ზაფხულამდე ვერ ითამაშებს.
შვაინი: ლიგის მოგება პეპის ხელშიც შეგვიძლია!
ამასობაში "შპორტ აინსმა" ბასტიან შვაინშტაიგერის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც რეკორდმაისტერის 29 წლის ლიდერი საინტერესოდ საუბრობს.
"ჩვენი მიზანი ამ სეზონშიც გერმანიის ჩემპიონობა და თასის მოგებაა, მაგრამ ყველაზე დიადი და მთავარი მიზანი ისაა, რაც ჯერ არცერთ კლუბს არ მოუხერხებია ჩემპიონთა ლიგის თასის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ ჰეთ-თრიქის შესრულება პეპ გვარდიოლას ხელშიც შესაძლებელია. ზოგადად, ტიტულის მოპოვებაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა ხოლმე, მაგრამ ჩვენ ჯერ არ დავნაყრებულვართ და მწვრთნელიც იდეალური გვყავს," - აცხადებს შვაინშტაიგერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხავი მარტინესის დაბრუნება გადაიდო