აქედან გამომდინარე, უფრო ლოგიკური ის იქნებოდა, რომ ზამთრისთვის დაცვის გაძლიერებაზე ეზრუნათ, მაგრამ არა - "ჰოფე" წინა ხაზს აძლიერებს. 30 ოქტომბერს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრაიხგაუელები იანვრიდან შვედეთის ჩემპიონის, "მალმიოს" კაპიტან ჯილოან ჰამადს დაიმატებენ.
22 წლის შემტევი ნახევარმცველი "ჰოფენჰაიმში" ბუნდესლიგის მეორე წრიდან ითამაშებს - "ჰოფე" მას უფასოდ გადაიბირებს. ჰამადი, რომელსაც შვედეთის ნაკრებში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული, "სოფლელებთან" კონტრაქტს 2017 წლამდე
აღსანიშნავია, რომ ჰამადი ბაქოშია დაბადებული და "მალმიოსთან" ერთად შვედეთის ჩემპიონობა ახლახან გაიფორმა - კლუბს 8 გოლითა და 6 საგოლე პასით შეეწია. ევროპალიგაში კი "მალმიოს" ფორმით 6 მატჩი და 2 გოლი აქვს. საერთო ჯამში, მას 22 წლის ასაკში შვედეთის უმაღლეს ლიგაში 125 შეხვედრა აქვს ჩატარებული, შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებში კი, სადაც ასევე კაპიტანი იყო, 28 მატჩი ითამაშა.
"ჰამადი ახალგაზრდა, მონდომებული და პროგრესირებადი ფეხბურთელია, რომელმაც შვედეთში უკვე დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში," - აცხადებს "ჰოფენჰაიმის" მენეჯერი ალექსანდერ როზენი.
აქვე ვიტყვით, რომ ჰამადი შვედეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"