საფეხბურთო გერმანია "ჰოფენჰაიმისა" და რეკორდმაისტერის დაპირისპირებას დიდი ინტერესით ელოდა, რადგან "ჰოფეს" ამ ტურამდე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, თუმცაღა "სოფლელებს" ეს სტატუსი პარასკევს ჩამოერთვათ, რადგან დორტმუნდმა "შტუტგარტის" კარში ექვსი გოლის გატანა შეძლო.
და მაინც: "ჰოფენჰაიმმა" "ბაიერნს" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, უგებდა და მხოლოდ 1:2 წააგო. ეს იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელებმა "ჰამბურგის" ლეგენდარული რეკორდი (36-მატჩიანი წაუგებელი სერია) გაიმეორეს. ცნობისათვის,
სხვათა შორის, ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა შაბათს სხვა რეკორდის დამყარებაც შეძლო - "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ზედიზედ 48-ე შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ გვარდიოლამ ოფიციალურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში პირველად გაამწესა ხავი მარტინესი. ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვიხილეთ, ფილიპ ლამი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაბრუნდა. სასტარტოში 27 აგვისტოს (1:1 "ფრაიბურგთან") შემდეგ პირველად ითამაშა მარიო გიოტცემაც.
გვარდიოლა უკმაყოფილოა
მიუხედავად გამარჯვებისა და რეკორდებისა, მატჩის შემდეგ გვარდიოლა კმაყოფილი მაინც არ ჩანდა - პეპს თვით მათიას ზამერის გადახვევის დროსაც კი არ გაუღიმია.
მიზეზი გასაგებია: "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმთან" ამ სეზონში ყველაზე სუსტი შეხვედრა ჩაატარა. ბავარიელები ზედმეტად ხშირად ცდებოდნენ და არაზუსტ პასებს აკეთებდნენ.
ალბათ, ამიტომაც თქვა პეპმა თამაშის შემდეგ, კონცეფცია შესასწორებელიაო. თუმცა გვარდიოლამ უშუალოდ თამაშის დროსვე შეცვალა ბევრი რამ. მაგალითად, ლამი ისევ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დააბრუნა, მარტინესი დაცვის ცენტრში დახია, მარჯვენა მცველად თამაში კი ბოატენგს უბრძანა. ასე რომ, ძალიან საინტერესოა, რას შეცვლის პეპი მომდევნო მატჩში.
"რას ვგულისხმობ კონცეფციის შესწორებაში, ამას ჯერ ფეხბურთელებს ვეტყვი. საქმე ტაქტიკურ საკითხებს ეხება," - აღნიშნა პეპმა.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვარდიოლა ლამს საყრდენად დატოვებს - ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ ტიაგო ალკანტარა გამოჯანმრთელდება ან სანამ მარტინესი ფორმაში შევა.
"ლევერკუზენი" როტაციას შეეწირა
"ლევერკუზენი" "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" ფეხდაფეხ ვეღარ მისდევს! "ფარმაცევტებმა" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია მაინცდამაინც აუტსაიდერ "ბრაუნშვაიგთან" დაასრულეს და მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდნენ.
ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, ლევერკუზენელთა თავკაც სამი ჰიიპიას უნდა დავაბრალოთ, რომელმაც იფიქრა, "ბრაუნშვაიგს" ლიდერების გარეშეც მოვუგებთო და ძირითადი შემადგენლობის სამი მთავარი შემტევი: კისლინგი, სონი და სემი ჩემპიონთა ლიგის მომავალი შეხვედრისთვის ("ბაიერი" სამშაბათს დონეცკში ჩადის) დაასვენა.
ფინელმა მწვრთნელმა კისლინგი (მანამდე ზედიზედ 60-ჯერ იყო სასტარტოში) და სემი თამაშში 64-ე წუთზეღა ჩართო - იმ დროისთვის ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი. ეს კი შეხვედრის მიწურულს კუმბელამ გააკეთა და "ბრაუნშვაიგს" 1985 წლის მაისის შემდეგ (10 410 დღე) ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე პირველად მოაგებინა.
მატჩის წინ "ბრაუნშვაიგის" თავკაცმა ტორსტენ ლიბერკნეხტმა თქვა, ვაჟკაცური და რისკიანი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთო და შეგირდებმაც დაუჯერეს: მათ ლევერკუზენელებზე 5 კილომეტრით მეტი ირბინეს და ზომიერად აგრესიულად თამაშობდნენ. "ლევერკუზენსაც" ჰქონდა მომენტები, მაგრამ მეკარე დავარი ბრწყინვალე იყო, 92-ე წუთზე კი მან კისლინგსაც აუღო.
ახალგაზრდა ლასეს ვნებანი
ესეც ასე: "ჰამბურგი" ბერტ ვან მარვეიკის ხელში წაუგებელი აღარაა. ჰოლანდიელი მწვრთნელის ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია "გლადბახთან" შეწყდა - 0:2. ვან მარვეიკმა ეს მარცხი მხოლოდ და მხოლოდ ლასე ზობიეხს უნდა დააბრალოს - ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ორჯერ სასტიკად შეცდა და ორივე შეცდომას რენე ადლერის კარში გოლი მოჰყვა.
ორივე გოლი მიონხენგლადბახელთა "ათიანის", მაქს კრუზეს ანგარიშზეა, რომელიც წარმოშობით ჰამბურგელია და ბავშვობაში "ჰამბურგის" ლოგოტიპიან ქვეშაგებში ეძინა ხოლმე.
თავის დროზე კრუზე "ჰამბურგში" სინჯებზე ორჯერ იყო, მაგრამ ორივეჯერ დაიწუნეს, რის შემდეგაც ჯერ "ვერდერში" წავიდა, მერე "ზანკტ პაულიში", მერე "ფრაიბურგში", ახლა კი "გლადბახის" გოლეადორი (7 გოლი, 8 პასი ამ სეზონში) და გერმანიის ნაკრების წევრია.
სტუმრები 3-3 ქულით
რაც უნდა კარგ ფორმაში იყოს "ჰერტა", ამ გუნდს "შალკეს" დამარცხება ყოველთვის უჭირს ხოლმე და ახლაც უკეთეს ფორმაში მყოფი ბერლინელები საკუთარ მოედანზე გელზენკირხენელებთან 0:2 დამარცხდნენ. "ჰერტას" "შალკე" ბოლოს 2007 წელს ჰყავს დამარცხებული და ცნობისათვის, მაშინ კევინ-პრინს ბოატენგი ჯერ კიდევ ბერლინურ კლუბში თამაშობდა.
ადამ სალაის გოლის დროს "ჰერტას" გოლკიპერი კრაფტი შეცდა, მეორე გოლი კი "შალკემ" სულ ბოლო წუთზეღა (დრაქსლერი) შეაგდო.
"ფრაიბურგმა" ამ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა - თანაც, სტუმრად და ასევე მოუგებელ "ნიურნბერგთან", რომელსაც გერტიან ვერბეეკის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს. თუმცა ამ უკანასკნელს საშინაო დებიუტი მაგრად ჩაუმწარდა, რაც "ფრაიბურგის" მეკარე ოლივერ ბაუმანის დამსახურებაა, რომელმაც 0:0-ზე სამი "მკვდარი ბურთი" მოიგერია.
დიახ, ეს სწორედ ის ბაუმანია, წინა ტურის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) რომ დასცინოდა. თუკი "ჰამბურგთან" (0:3 და სამივე გოლი მის სინდისზე იყო) ანტიგმირი გახდა, ამჯერად ბრაისგაუელები არაერთხელ იხსნა და უკვე გმირია. "ნიურნბერგი" კი კვლავ მოგების გარეშეა.
თუ ფიქრობთ, რომ რეკორდების დამყარება მხოლოდ "ბაიერნს" შეუძლია, ცდებით - ეს "აინტრახტსაც" ეხერხება. ფრანკფურტულ კლუბს ბუნდესლიგის ისტორიაში 51 ავტოგოლი აქვს გატანილი, რაც, მართალია, ნეგატიური, მაგრამ მაინც რეკორდია. 51-ე ავტოგოლის ავტორი ანდერსონია - "ვოლფსბურგმა" ფრანკფურტში სწორედ ასე გახსნა ანგარიში.
"აინტრახტის" ლიდერმა ალექს მაიერმა ჯარიმით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი "ვოლფსბურგიდან" 19 წლის მაქსიმილიან არნოლდმა შეაგდო - მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და უკვე "ვოლფსბურგის" ფანების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია.
გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური
დორტმუნდი-შტუტგარტი 6:1
გოლები: 0:1 ჰაგი (13), 1:1 სოკრატისი (19), 2:1 როისი (22), 3:1 ლევანდოვსკი (54), 4:1 ლევანდოვსკი (56), 5:1 ლევანდოვსკი (72), 6:1 ობამეიანგი (81)
დორტმუნდი (4-2-3-1):Lვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი (70. დურმი) - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი (76. შიბერი), როისი (59. ობამეიანგი) - ლევანდოვსკი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, ჰაგი, ბოკა - კვისტი, გენტნერი - ლაიტნერი (85. ტრაორე), მაქსიმი, ტი. ვერნერი (74. ჰარნიკი) - იბიშევიჩი (68. აბდელაუ).
გაფრთხილება: სოკრატისი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 15-4; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(10)-3(1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 80 645
ნიურნბერგი-ფრაიბურგი 0:3
გოლები: 0:1 კლაუსი (57), 0:2 დარიდა (79), 0:3 მეჰმედი (88)
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - შტარკი (46. ფრანტცი) - ჰასებე, კიოტაკე - მაკი (61. ფოილნერი), ჰლუშეკი (67. გინჩეკი) - დრმიჩი.
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ზორგი, გინტერი, ჰიონი, კ. გიუნტერი - ფერნანდესი, შუსტერი - კლაუსი (73. კოკელინი), მეჰმედი (89. ჰიოფლერი), შმიდი - ფრაისი (75. დარიდა).
გაფრთხილება: შუსტერი
გაძევება: ზორგი (69. ფრაიბურგი)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 20(12)-14(8); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 37 069
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ზიულე (34), 1:1 მანჯუკიჩი (39), 1:2 თ. მიულერი (75)
ჰოფენჰაიმი (4-3-2-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე, სალიჰოვიჩი - რუდი (87. ვესტერგაარდი), შტრობლი, ჰერდლინგი (78. ელიუნუსი) - ფოლანდი, რობერტო ფირმინო - მოდესტე (81. შიპლოკი).
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - თ. მიულერი, გიოტცე (80. რაფინია), შვაინშტაიგერი, რიბერი - მანჯუკიჩი (64. ტ. კროოსი).
გაფრთხილება: აბრაამი, რუდი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 7(3)-17(7); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 30 150
ჰამბურგი-გლადბახი 0:2
გოლები: 0:1 კრუზე (23), 0:2 კრუზე (63)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, ლ. ზობიეხი, თაა, იანსენი - არსლანი, ბადელი - ბაისტერი (73. ილიჩევიჩი), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა.
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (85. ჰრგოტა), არანგო (83. რუპი) - კრუზე, რაფაელი (88. ლ. დე იონგი).
გაფრთხილება: შტრანცლი, კორბი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 11-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 17(8)-8(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 57 000
ბრაუნშვაიგი-ლევერკუზენი 1:0
გოლები: 1:0 კუმბელა (81)
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - კრატცი, ვრანჩიჩი, თოიერკაუფი - ბელარაბი, ბოლანდი (92. კრუპკე) - კუმბელა (86. ადემი).
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - ჰილბერტი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ბიონიში - ჩანი (46. ლ. ბენდერი), როლფესი, კასტრო - კრუსი (64. სემი), ჰეგელერი - დერდიოკი (64. კისლინგი).
გაფრთხილება: დოგანი, რაიხელი - კასტრო, სემი
გაძევება: ლ. ბენდერი (93)
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 17(7)-16(8); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 22 720
ჰერტა-შალკე 0:2
გოლები: 0:1 სალაი (26), 0:2 დრაქსლერი (94)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი (87. ნიმაიერი), ჩიგერჩი - ბენ-ჰატირა, სკიელბრედი (73. ალაგუი), ნ. შულცი (63. რონი) - რამოსი.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი (80. ჯონსი), აოგო - კ. ბოატენგი (87. ფელიპე სანტანა), მ. მაიერი (78. კლემენსი), დრაქსლერი - სალაი.
გაფრთხილება: ჰოსოგაი, ჩიგერჩი, ს. ლანგკამპი - ნოიშტედტერი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 18(9)-11(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 69 277
აინტრახტი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 ანდერსონი (2-საკ. კარში), 1:1 ა. მაიერი (35), 1:2 არნოლდი (82)
აინტრახტი (4-1-2-2-1): ტრაპი - ჩელოცი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა (62. ჯაპკა) - რუსი - როდე, ფლუმი (75. აიგნერი) - ბარნეტა (84. ლაკიჩი), ა. მაიერი - კადლეცი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - დიეგო (32. დ. კალიჯური), არნოლდი (89. მ. შეფერი), პერიშიჩი - ოლიჩი (92. კუჩკე).
გაფრთხილება: ოჩიპკა, ჩელოცი, სამბრანო - ლუის გუსტავო, მ. შეფერი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 10(5)-10(3); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 44 300
აუგსბურგი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ჰანი (27), 2:0 ჰანი (49), 2:1 ჩუპო-მოტინგი (59-პენ)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ფოგტი, ბაიერი - ჰანი, ჰალილ ალთინთოფი (71. ჰონგი), ტო. ვერნერი (90. მ. დე იონგი) - მიოლდერსი (63. მილიკი).
მაინცი (5-2-2-1): ჰ. მიულერი (46. ვეტკლო) - პოსპეხი, ბელი, სვენსონი (46. ნ. მიულერი), ნოვესკი, ჟუნიორ დიასი - გაისი, სოტო (57. ჩუპო-მოტინგი) - პოლტერი, პარკი - ოკაზაკი.
გაფრთხილება: კალსენ-ბრაკერი, ვერჰეგი - ნოვესკი, პოლტერი, ჟუნიორ დიასი
გაძევება: ვეტკლო (88. მაინცი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-21; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19(7)-11(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 28 007
ვერდერი-ჰანოვერი 3:2
გოლები: 0:1 ჰუსტი (20-პენ), 1:1 ჰანტი (25-პენ), 2:1 მაკიადი (38), 2:2 ჰ. საკაი (41), 3:2 გარსია (86)
ვერდერი (4-1-2-3): მილიტცი - ფრიტცი (63. ზელკე), ლუკიმია, კალდიროლა, გარსია (89. შმიტცი) - ფ. კროოსი - გებრე სელასიე, მაკიადი - იუნუზოვიჩი, ჰანტი, ელია (81. იოზ. ილდირიმი).
ჰანოვერი (4-2-3-1):Lცილერი - ჰ. საკაი, სანე, კ. შულცი, პოკონიოლი - ანდრეასენი, ჰოფმანი (75. შმიდებახი) - შტინდლი, პრიბი, ჰუსტი - ა. ზობიეხი (32. კადა).
გაფრთხილება: ფრიტცი, ჰანტი - სანე, პოკონიოლი, ჰუსტი, კადა
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 9-3; კარში დარტყმა: 12(6)-18(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 40 435
ბომბარდირები: 9 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 7 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), მაქს კრუზე (გლადბახი), სიდნეი სემი (ლევერკუზენი).
მომდევნო ტური
8 ნოემბერი
ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი
9 ნოემბერი
ბაიერნი-აუგსბურგი, შალკე-ვერდერი, ლევერკუზენი-ჰამბურგი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი, ჰოფენჰაიმი-ჰერტა, გლადბახი-ნიურნბერგი.
10 ნოემბერი
მაინცი-აინტრახტი, ფრაიბურგი-შტუტგარტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"