შოკი მიუნხენის "ბაიერნს": ბასტიან შვაინშტაიგერი საოპერაციოა!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა 8 ნოემბერს რეკორდმაისტერის ფანებისთვის სამწუხარო ცნობა გაავრცელა: ბასტიან შვაინშტაიგერს კოჭის მორიგი ოპერაცია სჭირდება!

"ბასტიანს ამ დღეებში ვაკვირდებოდით და დავადგინეთ, რომ ქირურგიული ჩარევა ისევ აუცილებელია," - უთხრა "ბაიერნის" მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა რეკორდმაისტერის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

შედეგად, 29 წლის ნახევარმცველი უკვე აღარ ვარჯიშობს და ამ დღეებში ოპერაციას გაუკეთებენ. შვაინი ამბობს, ბოლო დღეებში ტკვილები ვიგრძენი, რომელიც დღითიდღე ძლიერდებოდაო. "ექიმებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ ოპერაციას გადავერჩინე, მაგრამ სამწუხაროდ ამის გარეშე არაფერი გამოვა," - აცხადებს შვაინშტაიგერი, რომელიც ამგვარ ოპერაციას ბოლო
ცხრა თვის განმავლობაში უკვე მეორედ იკეთებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ შვაინშტაიგერი მინიმუმ ახალ წლამდე ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ბასტიანი "ბაიერნს" ვერც დორტმუნდის "ბორუსიასთან" უმძაფრეს დუელში დაეხმარება და დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსაც დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული