"დორტმუნდმა" 3 ქულა და სუბოტიჩი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში სენსაცია დაფიქსირდა - "ვოლფსბურგმა" 2:1 დაამარცხა დორტმუნდის "ბორუსია", რის გამოც მიუნხენის "ბაიერნი" უახლოეს კონკურენტებს (დორტმუნდი, ლევერკუზენი) 4-4 ქულით უსწრებს.

დორტმუნელმა მარკო როისმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორი გაუტანეს ფავორიტს. რიკარდო როდრიგესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ყოფილმა ბაიერნელმა ივიცა ოლიჩმა გამარჯვების გოლით დიდი საქმე გაუკეთა ყოფილ კლუბს.

წაგებასთან ერთად "დორტმუნდმა" მოწინავე მცველი ნევენ სუბოტიჩი დაკარგა - 24 წლის ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლოს, მუხლის ჯვარედინი მყესები ორ ადგილას გაიწყვიტა. "დორტმუნდი" მას სეზონის ბოლომდე დაკარგავს.

"სამწუხაროდ, ყველაზე
საშიში დადასტურდა - ორ ადგილას მაქვს მყესი გაწყვეტილი. ნუ ინერვიულებთ, მე კიდევ უფრო ძლიერი დავუბრუნდები მოედანს"
, - დაწერა სერბმა "ფეისბუკზე".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული