გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "დორტმუნდი" კრიზისშია! [VIDEO]

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" უმნიშვნელოვანესი კვირა ჰქონდა და იურგენ კლოპის გუნდმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. ორი წაგება ოთხ დღეში, ნევენ სუბოტიჩის უმძიმესი ტრავმა... მომდევნო ტურში კი კრიზისში მყოფი დორტმუნდელები "ბაიერნს" ხვდებიან.

არადა, "ბორუსიას" ფანები სიტყვა კრიზისს გადაჩვეულები იყვნენ, მაგრამ "არსენალთან" და "ვოლფსბურგთან" წაგებული თამაშებისა და სუბოტიჩის სახით დაცვის ერთ-ერთი ბურჯის, ალბათ, სეზონის ბოლომდე დაკარგვა სწორედ კრიზისს ნიშნავს, წინ კი, როგორც გითხარით, "ბაიერნთან" დუელია.

სერბი მცველი 42-ე წუთზე დაშავდა: ივიცა ოლიჩთან საჰაერო ორთაბრძოლისას მას ფეხი გადაუბრუნდა და "ბორუსიას" ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ საქმე
ცუდად იყო. ექიმებმა სუბოტიჩს რამდენიმე წუთის მანძილზე უმკურნალეს, მერე კი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს - დიაგოზი: მყესები გაწყვეტილია და ნევენი ალბათ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

კლოპს და მის ამალას ვოლფსბურგში ნერვები მსაჯებმაც მოუშალეს. "მგლების" მარცხენა მცველმა როდრიგესმა დორტმუნდელთა გოლეადორი ლევანდოვსკი საჯარიმოში ორჯერ დასცა, მაგრამ მსაჯ დრეესის სასტვენი ორივე შემთხვევაში დუმდა. "ბორუსია" პენალტს განსაკუთრებით აშკარად მეორე ეპიზოდში იმსახურებდა, როცა როდრიგესმა ლევანდოვსკის ფეხი ფეხში მოარტყა და ამით კარში არ დაარტყმევინა.

შესაბამისი იყო კლოპის რეაქციაც: საფინალო სასტვენის შემდეგ იურგენი პირდაპირ დრეესთან მიიჭრა და დისკუსია სახალხოდ გაუმართა.

"პირველ რიგში, ჩემი ფეხბურთელების გამოყვანა, მსაჯისგან მოშორება მინდოდა, მერე კი დემონსტრაციულად ხელი გავუწოდე და ალბათ, ამიტომაც შეეშინდა. იმ წუთასაც ვუთხარი და ახლაც ვეუბნები: დოქტორო დრეეს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ... მოდით, ასე ვიტყვი: ჩემს ცხოვრებაში ამაზე გაცილებით ბედნიერი მომენტები მქონია და ამაზე უკეთესი მსაჯობაც ძალიან ბევრჯერ მინახავს," - მაქსიმალურად დიპლომატიური გახლდათ მატჩის შემდეგ კლოპი.

კლოპისა და დრეესის დაპირისპირება არახალია და ფაქტია, რომ ისინი მეგობრები არასდროს გახდებიან. ბოლოს მათი გზები წინა სეზონის 34-ე ტურში გადაიკვეთა, როცა "დორტმუნდი" "ჰოფენჰაიმთან" 1:2 დამარცხდა. იმ შეხვედრაში დრეესმა დორტმუნდელთა კარში ორი პენალტი დანიშნა და მათი მეკარე რომან ვაიდენფელერი მოედნიდან გააძევა.

გარდა ამისა, იმავე შეხვედრაში დრეესმა ლევანდოვსკის გოლი ჯერ ჩაუთვალა, მერე კი გაუუქმა.

"დორტმუნდის" ფეხბურთელებს მსაჯზე აღარ უსაუბრიათ - როგორც ჩანს, კლოპმა აუკრძალა. ფაქტი კი ისაა, რომ "ბაიერნთან" მატჩის წინ (ეს სუპერჯახი 23 ნოემბერს გაიმართება) "ბორუსია" რეკორდმაისტერს 4 ქულით ჩამორჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგების შემთხვევაშიც ვერ გადაასწრებს.

და თუ ის თამაში "ბაიერნმა" მოიგო, მაშინ უკვე თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ გერმანიის ჩემპიონის ვინაობა ნოემბერში, მე-13 ტურში გაირკვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჰიონესმა "დორტმუნდის" წაგებაზე ფული დადო
როგორც მოსალოდნელი იყო, "ბაიერნს" "აუგსბურგის" დამარცხება არ გაუჭირდა. მიუნხენელებმა ბავარიულ დერბიში "აუგსბურგი" 3:0 გაანადგურეს და რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა სამივე გოლი ემოციურად იზეიმა, მაგრამ "ბაიერნის" გოლებზე მეტად იმ გოლმა გაახარა, რომელიც მიუნხენიდან 600 კილომეტრის მოშორებით, ვოლფსბურგში გავიდა.

ულისთვის ის ფაქტიც არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, რომ "ბაიერნმა" ზედიზედ 37-ე თამაში არ წააგო და ამით "ჰამბურგის" რეკორდი დაამხო. ჰიონესი "ბაიერნის" სამივე გოლზე მეტად 69-ე წუთზე გამოცხადებულმა ინფორმაციამ გაახარა - იმ დროს "ალიანს არენაზე" გამოაცხადეს, რომ "ვოლფსბურგი" "დორტმუნდს" 2:1-ს უგებდა. ამ ინფორმაციის გაგებისას ული VIP-ლოჟაში წამოხტა და მუშტების ქნევას მოჰყვა.

"როგორ არ უნდა გამხარებოდა, მაგ თამაშზე სანაძლეო მქონდა დადებული!" - თქვა ჰიონესმა მატჩის შემდეგ და ცხადია, რომ ფსონი "ვოლფსბურგის" მოგებაზე ექნებოდა გაკეთებული. კითხვაზე, რამდენი მოიგო, ულიმ ასე უპასუხა: "ერთი შაბათ-კვირის სამყოფი ფული მოვიგე!"

მოგებული ფული ჰიონესისთვის დიდად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არ არის. მისთვის მთავარი ისაა, რომ "ბაიერნმა" "დორტმუნდთან" დუელის წინ მოსისხლე მტერს ოთხი ქულით გაასწრო. "4-ქულიანი უპირატესობა დორტმუნდში სტუმრობის წინ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობაა," - ამბობს ული.

"ბაიერნისა" და "აუგსბურგის" მატჩში მნიშვნელოვანი იყო ფრანკ რიბერის გოლიც. 30 წლის ფრანგმა გრანდიოზული ჯარიმა დაარტყა - ბურთი აუგსბურგელთა კარისკენ 98 კმ/სთ სისწრაფით გაფრინდა!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მსაჯმა "აუგსბურგის" ფეხბურთელი შეურაცხყო?
"ბაიერნისა" და "აუგსბურგის" მატჩზე საუბარს ამითაც არ ვამთავრებთ. შეხვედრის შემდეგ ყურადღების ცენტრში თამაშის მთავარი არბიტრი, 45 წლის გამოცდილი მსაჯი პეტერ გაგელმანი მოექცა. საქმე იმაშია, რომ "აუგსბურგის" მენეჯერი შტეფან როიტერი მას მძიმე ბრალდებებს უყენებს - მისი თქმით, გაგელმანმა "აუგსბურგის" ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"როცა მსაჯი ფეხბურთელს ეუბნება, გააფსიო, საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე მგონია, რომ ასეთ მსაჯს მოედანზე არაფერი ესაქმება!" - ეს როიტერის სიტყვებია, რომელიც დაიმუქრა, გაგელმანს გერმანიის საფეხბურთო კავშირში ვუჩივლებო: "ეს ისეთი შემთხვევაა, რომელიც რეაქციის გარეშე არ უნდა დავტოვოთ!"

მომხდარზე კომენტარი "აუგსბურგის" ფეხბურთელმა მათიას ოსტრცოლეკმაც გააკეთა: "საშინელებაა, როცა მსაჯი ფეხბურთელებს სხვადასხვანაირად ექცევა. "ბაიერნის" მოთამაშეებს ჩვეულებრივად ემასლაათებოდა, ჩვენ კი აგდებულად გველაპარაკებოდა".
ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად ექნება.

სხვა მატჩები
სხვა მხრივ, გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტური იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ცხრიდან სამი თამაში (!) მეორე ტაიმში შეტრიალდა. "ვოლფსბურგთან" ერთად, პირველი ტაიმები წააგეს და თამაშები მაინც მოიგეს "შალკემ" ("ვერდერთან" 3:1) და "გლადბახმა" ("ნიურნბერგთან" 3:1). პარასკევს ქვემოსაქსონიური დერბი უგოლოდ დამთავრდა.

"ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება კი უხვგოლიანი გამოვიდა - "ფარმაცევტებმა" 5:3 მოიგეს და "დორტმუნდს" ისევ გაუთანაბრდნენ. აღნიშვნის ღირსია "ჰერტას" გამარჯვებაც - ბერლინელებმა "ჰოფენჰაიმი" სტუმრად 3:2 დაამარცხეს და საუკეთესო ექვსეულის სიახლოვეს დარჩნენ.

ბუნდესლიგა. XII ტური

ჰანოვერი-ბრაუნშვაიგი 0:0
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჰ. საკაი, ჰოფმანი, კ. შულცი, პოკონიოლი - ანდრეასენი, შტინდლი - ბიტენკური (67. შლაუდრაფი), პრიბი (86. ა. ზობიეხი), ჰუსტი - მ. დიუფი.
ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, პერთელი - მ. კალიჯური (85. პფიტცნერი), ვრანჩიჩი, თოიერკაუფი - კრუპკე (76. ადემი), ბოლანდი - კუმბელა (91. ჯექსონი).
გაფრთხილება: ანდრეასენი - ბიჩაქჩიჩი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 27-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 19(6)-8(1); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 47 200

ბაიერნი-აუგსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ჟ. ბოატენგი (4), 2:0 რიბერი (42), 3:0 თ. მიულერი (95)
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია (74. თ. მიულერი), ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - გიოტცე (66. რობენი), ლამი, ტ. კროოსი (81. კირხჰოფი), რიბერი - მანჯუკიჩი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ფოგტი (79. მიოლდერსი), ბაიერი - ჰანი, მორავეკი (74. ჰონგი), ტო. ვერნერი - ჰალილ ალთინთოფი (54. მილიკი).
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 23(9)-6(0); ბურთის ფლობა: 72%-28%.
მაყურებელი: 71 000

შალკე-ვერდერი 3:1
გოლები: 0:1 ფ. კროოსი (22), 1:1 კ. ბოატენგი (64), 2:1 კ. ბოატენგი (85), 3:1 ფარფანი (91)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, აოგო - ნოიშტედტერი (46. ფუხსი), ჯონსი - მ. მაიერი (87. ფელიპე სანტანა), კ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი (74. ფარფანი).
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - ფრიტცი (73. იგნიოვსკი), ლუკიმია, კალდიროლა, გარსია (41. შმიტცი) - ფ. კროოსი - გებრე სელასიე, მაკიადი - ჰანტი - იუნუზოვიჩი, ელია (71. ზელკე).
გაფრთხილება: ჯონსი, დრაქსლერი - გებრე სელასიე, გარსია, შმიტცი, კალდიროლა
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(6)-9(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 61 973

ლევერკუზენი-ჰამბურგი 5:3
გოლები: 1:0 სონი (9), 2:0 სონი (16), 2:1 ბაისტერი (23), 2:2 ლასოგა (49), 3:2 სონი (55), 4:2 კისლინგი (72), 4:3 ლასოგა (74), 5:3 კასტრო (89)
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ბიონიში - ჩანი, კასტრო, როლფესი (92. ვოლშაიდი) - სემი (83. კრუსი), კისლინგი, სონი (90. ჰეგელერი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, ლ. ზობიეხი, თაა, იანსენი - ბადელი, არსლანი (86. ზუა) - ბაისტერი, ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ (64. ილიჩევიჩი) - ლასოგა.
გაფრთხილება: თოფრაქი, დონატი, ჩანი - იანსენი, ბაისტერი, არსლანი, ილიჩევიჩი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 20(7)-11(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 28 000

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 როისი (45+2), 1:1 როდრიგესი (56), 2:1 ოლიჩი (69)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, კნოხე, ნალდო, როდრიგესი - მედოიევიჩი, ლუის გუსტავო - პერიშიჩი, არნოლდი (91. პოლაკი), დ. კალიჯური (86. მ. შეფერი) - ოლიჩი (79. დოსტი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი (45. სოკრატისი), ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (77. დუკში), ნ. შაჰინი - ობამეიანგი (77. ი. ჰოფმანი), მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: დ. კალიჯური, ოხსი, ნალდო - ს. ბენდერი, ჰუმელსი, მხითარიანი, ლევანდოვსკი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(4)-12(2); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 000

ჰოფენჰაიმი-ჰერტა 2:3
გოლები: 0:1 ბენ-ჰატირა (13), 0:2 რამოსი (53-პენ), 1:2 სალიჰოვიჩი (70-პენ), 2:2 სალიჰოვიჩი (81), 2:3 რამოსი (84)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი (28. ვესტერგაარდი), ზიულე, სალიჰოვიჩი - პოლანსკი (66. შიპლოკი), შტრობლი - ფოლანდი, რობერტო ფირმინო, ელიუნუსი (46. ფ. ჯონსონი) - მოდესტე.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი, ვან დერ ბერგი - ჩიგერჩი, ჰოსოგაი - სკიელბრედი (72. ნიმაიერი), ბენ-ჰატირა (67. ნ. შულცი), ალაგუი (79. მ. ნდიენგი) - რამოსი.
გაფრთხილება: შტრობლი, მოდესტე - პეკარიკი, ბენ-ჰატირა
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 22-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9(7)-11(5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 25 000

გლადბახი-ნიურნბერგი 3:1
გოლები: 0:1 დრმიჩი (21), 1:1 არანგო (72), 2:1 შტარკი (75-საკ. კარში), 3:1 ჰერმანი (87)
გლადბახი (4-2-3-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (88. ჰრგოტა), რაფაელი (84. ლ. დე იონგი), არანგო (91. დემსი) - კრუზე.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი (62. შტარკი), პოგატეცი, პლატენჰარდტი - ჰასებე, ფრანტცი (83. პეკჰარტი) - ფოილნერი, კიოტაკე, ჰლუშეკი (77. გინჩეკი) - დრმიჩი.
გაფრთხილება: ჯაკა, არანგო - ფოილნერი, პოგატეცი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 8-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(4)-19(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 53 235

მაინცი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ჩუპო-მოტინგი (88)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი, სოტო - პოლტერი, ზიმლინგი (61. ჩუპო-მოტინგი), მალი (74. შ. პარკერი) - ოკაზაკი (81. ზალერი).
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, რუსი, ანდერსონი, ოჩიპკა - ფლუმი, როდე - ბარნეტა, ა. მაიერი, ინუი (75. როზენტალი) - კადლეცი (89. ხოსელუ).
გაფრთხილება: გაისი, სოტო, ბელი, ჩუპო-მოტინგი - ფლუმი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 20(9)-14(4); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 34 000

ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:3
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (9), 0:2 ტი. ვერნერი (10), 1:2 ჰანკე (78), 1:3 ტი. ვერნერი (82)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - დიანიე, გინტერი, ჰიონი, კ. გიუნტერი - ჰიოფლერი, ფერნანდესი - კლაუსი, კოკელინი (46. კერკი) - ფრაისი (77. ჰანკე), მეჰმედი.
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - შვააბი, ჰაგი, ნიდერმაიერი, რაუში (60. გ. საკაი) - კვისტი, გენტნერი - ტი. ვერნერი (85. ტრაორე), ლაიტნერი (81. ჰარნიკი) - მაქსიმი - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: კლაუსი, ჰანკე - ნიდერმაიერი
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 7-13; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 19(5)-10(7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 23 700

მომდევნო ტური
22 ნოემბერი.
შტუტგარტი-გლადბახი

23 ნოემბერი.
ნიურნბერგი-ვოლფსბურგი, აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი, ბრაუნშვაიგი-ფრაიბურგი, აინტრახტი-შალკე, ჰერტა-ლევერკუზენი, დორტმუნდი-ბაიერნი.

24 ნოემბერი.
ჰამბურგი-ჰანოვერი, ვერდერი-მაინცი.

ბომბარდირები: 9- რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 8 - პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული