გერმანიის ნაკრები: კლასიკა კლოზეს გარეშე?

AutoSharing Option
იტალიური მედიასაშუალებების ცნობით, რომის "ლაციოს" და გერმანიის ნაკრების 35 წლის თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ "პარმასთან" (1:1) ტრავმა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, პარასკევს მილანში გასამართ უაღრესად საინტერესო ამხანაგურ შეხვედრაში ვერ იასპარეზოს - პარასკევს "სან სიროზე" იტალია გერმანიას ამხანაგურად მასპინძლობს.

მეტიც: კლოზე ბუნდესგუნდს, სავარაუდოდ, ვერც ოთხი დღის შემდეგ "უემბლიზე", ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ დაეხმარება.

კლოზე "პარმასთან" მატჩის 84-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. დღეს მას უკვე გერმანელი ექიმები შეამოწმებენ და საბოლოო დიაგნოზსაც დაუსვამენ. შეგახსენებთ, რომ მირო მოედანს მხოლოდ ახლახან, ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდა, მანამდე
კი ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ფეხბურთს რამდენიმე კვირა ვერ თამაშობდა. ამის გამო გერმანიის ნაკრების 130-გზის ფეხბურთელმა ირლანდიასთან (3:0) და შვედეთთან (5:3) მატჩებიც გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი, რომლისთვისაც იტალიასთან მატჩი ბუნდესმწვრთნელის რანგში მე-100 იქნება, "სკუადრა აძურასთან" დიდი ხნის ტრავმირებული მოთამაშეების, მარიო გომესის, ილქაი გიუნდოგანისა და ლუკას პოდოლსკის გარდა, ახლახან დაშავებულ ბასტიან შვაინშტაიგერსაც ვერ გამოიყენებს.

ამ უქმეებზე, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" მატჩში მესუთ იოზილი და პერ მერტეზაკერიც დაშავდნენ და შესაძლოა, იტალიასთან ვერც მათ ითამაშონ. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს იტალია 18 წელია არ დაუმარცხებია - არადა, ამ ხნის განმავლობაში გერმანელები და იტალიელები ერთმანეთს ექვსჯერ შეხვდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიოვის რომანი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიის ნაკრებს ოფიციალურ მატჩში იტალია არასოდეს დაუმარცხებია! ასე უნდა დაგეწერათ
levan
11:35 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული