მიუნხენის "ბაიერნის" ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე საათების კონტრაბანდაზე ჩავარდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კალ-ჰაინც რუმენიგეს ძვირფასი საათების კონტრაბანდისთვის 250 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუხდა.

ჯარიმა რუმენიგეს მას შემდეგ დააკისრეს, რაც წარსულში ცნობილ ფეხბურთელს გადასახადების დამალვა დაუმტკიცდა.

საუბარია Rolex-ის ფირმის ორ საათზე, რომლებიც რუმენიგემ ამა წლის თებერვალში ყატარიდან ჩამოიტანა და მათი შესახებ საბაჟო დეკლარაციაში არ მიუთითა. მაშინ მიუნხენის აეროპორტში "ბაიერნის" ბოსს მებაჟეებისთვის უთქვამს, რომ საათები ახალი არ იყო და ისინი სულაც მეგობარმა აჩუქა.

თუმცა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუმენიგემ საათები თავად შეიძინა.

მომზადებულია Suddeutsche Zeitung-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული