"დორტმუნდი"-"ბაიერნის" ჯახს ფრანკ რიბერი დააკლდება

AutoSharing Option
23 ნოემბერს ბუნდესლიგის მე-13 ტურის და ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი გაიმართება - დორტმუნდის "ბორუსია" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

"ბაიერნის" ბოსებმა აღმოაჩინეს, რომ საფრანგეთის ნაკრებიდან, რომელმაც მუნდიალის საგზური მოიპოვა, ფრანკ რიბერი ტრავმირებული დაბრუნდა.

ექიმთა დასკვნით, მას ნეკნები აქვს დაზიანებული და 30 წლის ფეხბურთელის თამაში ამ სუპერჯახში გამოირიცხა.

"ძალიან მტკივნეულია, მე ხომ ასე მსურდა "დორტმუნდის" წინააღმდეგ თამაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნი" უჩემოდაც წარმატებით ითამაშებს", - განაცხადა რიბერიმ.

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: გამოვფხიზლდით და აი, ბრაზილიაშიც მივდივართ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული