შეგახსენებთ, რომ მარიოს ბედი იტალიურ გრანდს მას მერე დაუკავშირეს, რაც დორტმუნდელი რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გადასვლის პერსპექტივა გამოიკვეთა, ხოლო "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა კი თქვა, მანჯუკიჩს ლევანდოვსკი მირჩევნიაო.
"არ ვიცი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა იტალიური გაზეთი "ტუტოსპორტი" იმას, რომ თითქოს "იუვენტუსში" გადასვლას ვაპირებ. ფაქტი ის არის, რომ ჩემს კლიენტს ტურინიდან არავინ შეხმიანებია. მარიო მიუნხენში ბედნიერია," - აცხადებს მანჯუკიჩის მრჩეველი ივან ცვიეტკოვიჩი "ბილდისთვის"
მიმდინარე სეზონში მანჯუკიჩმა 12-დან 9 მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა. ამიტომაც ამბობს, გასაქცევად საქმე არ მაქვს და არც გავიქცევიო. "მას ლევანდოვსკისთან ერთად თამაშიც შეუძლია," - ეს ისევ ცვიეტკოვიჩის სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: მანჯუკიჩს ლევანდოვსკი მირჩევნია!