"ჰაინკესის ღვაწლის დავიწყება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. "ბაიერნმა" გადამწყვეტი პროგრესი სწორედ იუპის ხელში განიცადა, მაგრამ რეკორდმაისტერი გვარდიოლას ხელში უკეთეს, უფრო უკეთეს - გაცილებით მოქნილ და არაპროგრნოზირებად ფეხბურთს თამაშობს," - აცხადებს 64 წლის ბრაიტნერი.
მისი აზრით, თუკი ჰაინკესის მთავარი მიზანი საერთო ჰარმონია იყო, გვარდიოლა თითოეულ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და იუპზე გაცილებით მკაცრი და მომთხოვნიცაა,
"ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნი" ნომერ პირველი ფავორიტია. ჩვენს შემდეგ მოდიან "რეალი", "ბარსელონა" და "დორტმუნდი". სწორედ ასე გამოიყურება ჩემი აზრით დღეს მსოფლიო საკლუბო რეიტინგი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნი" თოვლსა და ყინვაშიც შეუჩერებელია