იურგენ კლოპმა "მაინცს" და მხითარიანს ბოდიში მოუხადა [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანული ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩში დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად 3:1 დაამარცხა "მაინცი". ამ შეხვედრაში ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ პიერ ემერიკ ობამეიანგმა 70-ე წუთზე დააწინაურა "დორტმუნდი", 4 წუთში შუპო-მოტინგმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.

ამ მატჩში კიდევ ორი პენალტი დაინიშნა, პირველი გადამწყვეტი იყო, რადგან მას მასპინძელი სოტოს გაძევება მოყვა, პენალტი გოლად რობერტ ლევანდოვსკიმ აქცია. მანვე გაიტანა კიდევ ერთი პენალტი, რომელიც მატჩის მიწურულს დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ "მაინცთან" თამაში მნიშვნელოვანია იურგენ კლოპისთვის, რომელიც ადრე სწორედ "მაინცს" წვრთნიდა.

იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "თომას ტუხელმა მითხრა, რომ
ბოდიში მაქვს მოსახდელი. კი ბატონო, ბოდიში. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ შედეგითა და თამაშის მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მებრძოლი სული გამოვავლინეთ.

ის, რომ მძიმე თამაში გველოდა და მეტოქე ყოველი გოჯისთვის იბრძოლებდა, წინასწარ ვიცოდით. ეს იყო რთული ბრძოლა, რომელიც მოვიგეთ და შინ ბედნიერები ვბრუნდებით"
.

სხვათა შორის, კლოპმა ბოდიში თავის ფეხბურთელსაც მოუხადა, პენალტი ჰენრიხ მხითარიანს უნდა დაერტყა, მაგრამ კლოპის გადაწყვეტილებით ლევანდოვსკიმ შეასრულა თერთმეტმეტრიანი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული