ამ მატჩში კიდევ ორი პენალტი დაინიშნა, პირველი გადამწყვეტი იყო, რადგან მას მასპინძელი სოტოს გაძევება მოყვა, პენალტი გოლად რობერტ ლევანდოვსკიმ აქცია. მანვე გაიტანა კიდევ ერთი პენალტი, რომელიც მატჩის მიწურულს დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ "მაინცთან" თამაში მნიშვნელოვანია იურგენ კლოპისთვის, რომელიც ადრე სწორედ "მაინცს" წვრთნიდა.
იურგენ კლოპი (დორტმუნდი): "თომას ტუხელმა მითხრა, რომ
ის, რომ მძიმე თამაში გველოდა და მეტოქე ყოველი გოჯისთვის იბრძოლებდა, წინასწარ ვიცოდით. ეს იყო რთული ბრძოლა, რომელიც მოვიგეთ და შინ ბედნიერები ვბრუნდებით".
სხვათა შორის, კლოპმა ბოდიში თავის ფეხბურთელსაც მოუხადა, პენალტი ჰენრიხ მხითარიანს უნდა დაერტყა, მაგრამ კლოპის გადაწყვეტილებით ლევანდოვსკიმ შეასრულა თერთმეტმეტრიანი.