"ბრაუნშვაიგთან" დუბლი რომ შეასრულა, ეს რობენის პიკი ნამდვილად არ არის და მას თავისი შესაძლებლობები ადრე გაცილებით მაღალ დონეზეც დაუმტკიცებია, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე იმაშია, რომ არიენი ამდენ ხანს ასეთი სტაბილური აქამდე არასდროს ყოფილა.
მაინც რა არის ჰოლანდიელის აღმაფრენის მიზეზები? ექსპერტების აზრით, მისი ხანგრძლივი სტაბილურობა, პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ "ბაიერნში" ხოსეპ გვარდიოლას დანიშვნის
"მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ჩემი სხეული უკვე კარგად გავიცანი და სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როდის და რომელ ვარჯიშზე უნდა დავიხარჯო ბოლომდე და როდის უნდა დავზოგო ძალები. შვებულების დროსაც რომ ვვარჯიშობდი, სწორედ ამიტომ ვიღებდი ტრავმებს ხშირად!" - აცხადებს ჰოლანდიელი.
ამ სეზონში რობენს მცირე ტრავმების გამო ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში მხოლოდ თითო მატჩი გაუცდა. შედარებისთვის, შარშან ამ დროს მას ტრავმების გამო უკვე 11 ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა გამოტოვებული.
შესაბამისია მისი სტატისტიკაც. გერმანიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასზე არიენმა უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო და ამდენივე საგოლე პასიც მიითვალა. შედარებისთვის, წინა სეზონში მან ყველა ტურნირზე სულ 13 გოლის გატანა მოახერხა და ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
"ძალიან მიხარია, რომ არიენი სტაბილურად ინარჩუნებს ჯანმრთელობას და გაცილებით უკეთეს ფორმაშიცაა, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. მან ბევრი რამ გადაიტანა, უიღბლობაც არ აკლდა; ახლა კი, როგორც ჩანს, კარიერაში ის დრო დაუდგა, როცა ყველაფერი მის მხარესაა," - ეს "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.
ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ: 2012 წელს მან დორტმუნდის "ბორუსიასთან" ყველაზე პრინციპულ მატჩში თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, რითაც "ბაიერნმა" "დორტმუნდს" ჩემპიონობა დაუთმო; მერე კი პენალტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც (ჩელსისთან) გააფუჭა. დაუვიწყარია მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალიც, რომელშიც მან გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.
ეს მისთვის ძალიან უიღბლო ფაზა იყო, რომელსაც უაღრესად იღბლიანი პერიოდი მოჰყვა და ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალში მან გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა. მას მერე რობენი რადიკალურად შეცვლილია.
თუმცა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები რობენისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას რატომღაც არ ჩქარობენ. არიენის ხელშეკრულებას (ტონი კროოსის, დავიდ ალაბას და ჟერომ ბოატენგის კონტრაქტების დარად) ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება და თუკი მიუნხენური გრანდის შეფებმა ეს საკითხი კროოსთანაც დაძრეს, ალაბასთანაც და ბოატენგთანაც, რობენთან ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ.
"მე ვთამაშობ და ჩემს შესაძლებლობებს ვამტკიცებ. ყველაზე მთავარი სწორედ ეს არის. თუმცა არა მგონია, რომ ვინმესთან რამე მქონდეს დასამტკიცებელი, რადგან ყველამ იცის, რა შემიძლია," - ამბობს რობენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XIV ტური: გაუთბეთ რობენს ფეხები! [VIDEO]