გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: ლევა კისის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-15 ტურში სამი გამორჩეულად საინტერესო ჯახი გველოდება. ტოპ-მატჩი შაბათს საღამოს დაგეგმილი შეხვედრაა, რომელშიც "ბაიერნის" მდევრები ერთმანეთს ხვდებიან:

მესამე ადგილზე მყოფი დორტმუნდის "ბორუსია" მეორეადგილოსან "ლევერკუზენს" მასპინძლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირების დუელიცაა - დორტმუნდელ რობერტ ლევანდოვსკის 11 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგში პირველ ადგილზეა, ლევერკუზენელი შტეფან კისლინგი კი 9 გოლით მეორე ადგილზეა.

თვით "ბაიერნი" ბრემენში ჩადის და "ვერდერს" ეთამაშება. საინტერესო უნდა გამოვიდეს მეოთხეადგილოსანი "გლადბახისა" და მეხუთეადგილოსანი "შალკეს" დაპისისპირებაც.

დორტმუნდელებს მეორე ადგილისა და "ბაიერნის" მთავარი
მდევრის სტატუსის დაბრუნება უნდათ და ამისათვის "ლევერკუზენის" დამარცხება სჭირდებათ. თუმცა "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს საკადრო პრობლემები აქვს. ილქაი გიუნდოგანი, ნევენ სუბოტიჩი, მატს ჰუმელსი და მარსელ შმელცერი დიდი ხანია, ლაზარეთში არიან და "დორტმუნდს" ახლა მარკო როისი, სვენ ბენდერი და ნური შაჰინიც დაუშავდა.

თუმცა ამ უკანასკნელმა შესაძლოა, ხვალ საღამომდე გამოჯანმრთელება მოასწროს. ლიდერი ლევერეკუზენსაც აკლია, მაგრამ მხოლოდ ერთი - სიდნი სემი ისევ ვერ ითამაშებს. სხვა მხრივ, "ფარმაცევტების" მიზანი ამ შეხვედრაში არა მარტო მეორე ადგილის შენარჩუნება, არამედ, შტეფან კისლინგის საგოლე პასებით მომარაგებაც იქნება.

ჰიონესს ძლიერი "ვერდერი" უნდა
"ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა "ბაიერნის" გაბრაზებას," - განაცხადა გუშინ "ვერდერის" თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა, რომელიც, სხვათა შორის, ყოფილი ბაიერნელია.

ეს ფორვარდი ახლახან გამოჯანმრთელდა და წყალი არ გაუვა იმას, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. პეტერსენმა წინა ტურში შეცვლაზე ითამაშა და "ჰოფენჰაიმს" (4:4) გოლიც გაუტანა. "ვერდერის" კარს ისევ ვოლფი დაიცავს, რომელმაც მილიტცი სასტარტოდან მინიმუმ მეორე წრემდე ამოაგდო.

"ბაიერნს" არიენ რობენი გამოაკლდა, მაგრამ რეკორდმაისტერი მაინც უპირობო ფავორიტად მიიჩნევა. "მირჩევნია, რომ "ვერდერმა" ჩვენს წინააღმდეგ კარგად ითამაშოს. პროგრესისთვის ძლიერი კონკურენტები გვჭირდება," - აცხადებს "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი.

გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტური
6 დეკემბერი
ნიურნბერგი-მაინცი 1:1

7 დეკემბერი
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 21:30
დორტმუნდი-ლევერკუზენი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, შმელცერი, სუბოტიჩი, გიუნდოგანი, როისი - პალოპი, ჰილბერტი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 68 თამაში: +25=19-24, (101:103)
სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, დურმი - კელი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, მხითარიანი, ობამეიანგი - ლევანდოვსკი.
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - დონატი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჩანი - ლ. ბენდერი, როლფესი, კასტრო - ჰეგელერი, კისლინგი, სონი.

გლადბახი-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი - ჰილდებრანდი, აოგო, კ. პაპადოპულოსი, ანანი, გორეტცკა, ჰიოგერი, ჰუნტელაარი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 თამაში: +31=25-24, (131:94)

შტუტგარტი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბოკა, დიდავი, კაკაუ - ფელიპე, დირსენი, ფრანკა, შტინდლი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +22=8-18, (82:72)

ვერდერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პრიოდლი, შმიტცი, იუნუზოვიჩი, ფ. კროოსი - ბადშტუბერი, რობენი, შვაინშტაიგერი, შაჩირი, პისარო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +26=25-43, (117:166)

ჰამბურგი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დიკმაიერი, ლამი, რაიკოვიჩი, ვესტერმანი, დემირბაი - მანინგერი, მორავეკი, ექინი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=1-2, (3:3)

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: ლანიგი (აინტრახტი)
ტრავმა: ჩელოცი, რუსი, აიგნერი, ა. მაიერი, შტენდერა - ვიზე, თესკერი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=2-4, (10:12)

8 დეკემბერი
ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰედენსტადი, მუიჯა, შმიდი, შუსტერი, ტერაცინო - პოლაკი, ტრეში, ვიეირინია
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9=6-5, (30:26)

ბრაუნშვაიგი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაიხელი, მ. კალიჯური, ჰოხშაიდტი - ს. ლანგკამპი, ბაუმიოჰანი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +8=10-10, (37:38)

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 9 - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი); 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული