"კიკერმა" ფრანკ რიბერი "2013 წლის კაცად" აღიარა

AutoSharing Option
ფრანკ რიბერისთვის ეს მართლაც საოცნებო წელი იყო: მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეეძლო - ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, გერმანიის ჩემპიონატი, გერმანიის თასი და ახლა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

ამასთან, რიბერი "ბაიერნის" ლიდერი იყო და მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

29 წლის ფრანგი "ოქროს ბურთის" სამ საბოლოო კანდიდატს შორის დასახელდა და ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდებას იმსახურებს. ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია, რომ გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ, "კიკერმა" რიბერი "2013 წლის კაცად" აღიარა.

შეგახსენებთ, რომ "კიკერი"
"წლის კაცს" 1990 წლიდან ასახელებს. რიბერიმ ეს წოდება უკვე მეორედ დაიმსახურა - "კიკერის" "წლის კაცი" ის პირველად 2008 წელს გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული