გვარდიოლას კოკე მოუნდა!

AutoSharing Option
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ბაიერნის" ესპანელ დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას მიუნხენში თავისი თანამემამულის, "ატლეტიკოს" ფეხბურთელის, კოკეს ჩაყვანა უნდა და მზადაა, მადრიდელებს ფულთან ერთად ჯერდან შაჩირიც შესთავაზოს.

ეს ცნობა გაზეთმა "ელ მუნდო დეპორტივომ" გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ რამდენიმე ევროპული გრანდის შემდეგ 21 წლის კოკეს გადაბირებით მიუნხენური გრანდიც სერიოზულად დაინტერესდა.

ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, "ბაიერნს" კოკეს გადაბირების საუკეთესო შანსი აქვს, რადგან თუკი "ლივერპულს", ლონდონურ კლუბებს და "ბარსელონას" მხოლოდ ფეხბურთელის კონტრაქტში ჩაწერილი 19 მილიონის გადახდა უნდათ, რეკორდმაისტერი "ატლეტიკოს" კოკეს სანაცვლოდ ჯერდან შაჩირისაც შესთავაზებს.

ნახევარმცველი კოკე
"ატლეტიკოში" ბრწყინვალე სეზონს ატარებს და მადრიდული კლუბის წარმატებებში 3 გოლითა და 9 საგოლე პასით უდიდესი როლი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული