მთელი წლის ცხრილს არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან წლის ცხრილში ჩანს, ვინ როგორ ჩაატარა განვლილი წელიწადი.
მიუნხენის "ბაიერნს" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო მიმდინარე სეზონის პირველი წრის შეხვედრა იანვრისთვის გადაედო და ამრიგად, რეკორდმაისტერმა 2013 წელს ბუნდესლიგაში 33 მატჩი გამართა, მაგრამ წლის ცხრილში მაინც ერთპიროვნული ლიდერია და თანაც, მეორეადგილოსანს მთელი 24 ქულით უსწრებს.
ამ ცხრილის მიხედვით, 2013 წელი ყველაზე
2013 წელს აღებული 31 ქულიდან ბრემენელებმა 19 რობინ დუტის ხელმძღვანელობით მოიპოვეს - ეს უკანასკნელი "ვერდერს" ზაფხულიდან წვრთნის. ბრემენული კლუბის მთავარი პრობლემა ძალიან სუსტი დაცვაა. წინა სეზონის მეორე წრეში და ახალი სეზონის პირველ წრეში "მუსიკოსებმა" 37-37 გოლი გაუშვეს. ჯამში, 2013 წელს გაშვებული 74 გოლი კი ბუნდესლიგის ანტირეკორდია.
პირველ წრეში მიუგებელი "ნიურნბერგი" 2013 წლის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. "ფრაიბურგი" და "აინტრახტი", რომლებმაც წინა სეზონში მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს, ახალი სეზონის პირველი წრის ჩაგდების გამო წლის ცხრილში მე-11 და მე-14 პოზიციებზე აღმოჩნდნენ.
ლიდერი კი, რა თქმა უნდა, "ბაიერნია" - 33 მატჩი, 93 ქულა, 30 მოგება და 3 ფრე. წლის მეორე გუნდი კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, არა დორტმუნდის "ბორუსია", არამედ ლევერკუზენის "ბაიერია", რომელმაც წელს "დორტმუნდზე" ერთით მეტი, 69 ქულა მოაგროვა.
ბუნდესლიგის 2013 წლის ცხრილი
ა გ თ ბ ქ
1. ბაიერნი 33 96-19 93
2. ლევერკუზენი 34 64-33 69
3. დორტმუნდი 34 84-42 68
4. შალკე 34 63-53 58
5. გლადბახი 34 55-42 55
6. ვოლფსბურგი 34 58-44 54
7. აუგსბურგი 34 42-47 48
8. ჰანოვერი 34 51-62 40
9. მაინცი 34 4354 40
10. ჰამბურგი 34 57-70 40
11. ფრაიბურგი 34 37-53 39
12. ჰოფენჰაიმი 34 55-64 37
13. შტუტგარტი 34 45-58 37
14. აინტრახტი 34 36-48 36
15. ნიურნბერგი 34 39-58 35
16. ვერდერი 34 44-74 31
შენიშვნა: ცხრილში არ არის მოცემული იმ გუნდების მონაცემები, რომლებიც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"