მანუელ ნოიერი: არ ვიცი, მზადაა თუ არა ტერ შტეგენი "ბარსელონასთვის"...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა თავის კოლეგაზე, მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე ილაპარაკა.

"გლადბახთან" ტერ შტეგენის კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, გოლკიპერი "ბარსელონაში" ვიქტორ ვალდესის მთავარ შემცვლელად განიხილება, რომელიც კატალონიურ კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

"ეჭვის შეტანა არ შეიძლება იმაში, რომ ტერ შტეგენი ბრწყინვალე მეკარეა. ის ფენომენალურად თამაშობს და წინ დიდი მომავალი აქვს.

ტერ შტეგენი ძალიან სხარტია, არ იბნევა რთულ ვითარებაში და ძლიერ დარტყმებსაც ძალიან კარგად იგერიებს.

მაგრამ არ ვიცი, დღესვე მზადაა თუ არა ის ისეთ
გუნდში გამოსვლისთვის, როგორიც "ბარსელონაა". ეს გადაწყვეტილება თავად კლუბმა უნდა მიიღოს"
, - აქვეყნებს ნოიერის ნათქვამს Goal.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული