მანუელ ნოიერი IFFHS-ის ვერსიით 2013 წლის საუკეთესო მეკარეა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, 2013 წლის საუკეთესო მეკარეა.

გერმანელმა 211 ბალი დააგროვა და უკან სოლიდური სხვაობით ჩამოიტოვა ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი"), რომელიც 78 ბალით მეორეა.

64 ბალით მესამე ადგილი ლონდონის "ჩელსის" კარის დარაჯმა პეტრ ჩეხმა დაიკავა.

საუკეთესო შვიდეულში ასევე მოხვდნენ: ტიბო კურტუა ("ატლეტიკო"), ვიქტორ ვალდესი ("ბარსელონა"), იკერ კასილიასი ("რეალი") და სალვატორე სირიგუ (პსჟ).

შეგახსენებთ, რომ აქამდე, ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში IFFHS-ის ვერსიით საუკეთესო გოლკიპერად იკერ კასილიასი სახელდებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული