რენე ადლერის ტრავმა სერიოზულია

AutoSharing Option
"ჰამბურგის" მეკარე რენე ადლერმა ტრავმა ერთი თვის წინ მიიღო, თუმცა ინდონეზიურ შეკრებაზე მაინც წაიყვანეს, რადგან ექიმები ამ დღეებში სრული დატვირთვით ვარჯიშის განახლებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 28 წლის რენემ შეკრება მეორე დღესვე დატოვა და ისევ გერმანიაში გაემგზავრა. ამის მიზეზი ისაა, რომ მას ტრავმა გაურთულდა.

"რაღაც უბედურება მჭირს! ტრავმა გამიმიზეზდა, ვითარება გაუარესდა და იძულებული ვარ, სახლში წავიდე,
" - უთხრა ადლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

კლუბის სპორტული დირექტორის, ოლივერ კროიცერის თქმით, რენეს შეკრებაზე დატოვებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერ ივარჯიშებდა. მის ნაცვლად "ჰამბურგმა" შეკრებაზე 18
წლის გოლკიპერი ალექსანდერ ბრუნსი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ რენე ადლერმა სერიოზული ტრავმა 2010 წლის მუნდიალის წინაც მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა.

არადა, სამხრეთ აფრიკაში გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე სწორედ რენე უნდა ყოფილიყო, მისი დაშავების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ბუნდესგუნდის კარს მანუელ ნოიერი დაიცავდა და მას მერე გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე სწორედ ნოიერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული