"რაღაც უბედურება მჭირს! ტრავმა გამიმიზეზდა, ვითარება გაუარესდა და იძულებული ვარ, სახლში წავიდე," - უთხრა ადლერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.
კლუბის სპორტული დირექტორის, ოლივერ კროიცერის თქმით, რენეს შეკრებაზე დატოვებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ვერ ივარჯიშებდა. მის ნაცვლად "ჰამბურგმა" შეკრებაზე 18
შეგახსენებთ, რომ რენე ადლერმა სერიოზული ტრავმა 2010 წლის მუნდიალის წინაც მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა.
არადა, სამხრეთ აფრიკაში გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე სწორედ რენე უნდა ყოფილიყო, მისი დაშავების შემდეგ კი გადაწყდა, რომ ბუნდესგუნდის კარს მანუელ ნოიერი დაიცავდა და მას მერე გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე სწორედ ნოიერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"