ამასობაში, ინგლისურ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დორტმუნდელებმა ლონდონის "არსენალის" 18 წლის შემტევს, სერჟ გნარბის დაუმიზნეს.
ფაქტი ის არის, რომ "ბორუსიას" სკაუტები გნარბის მართლაც დიდი ხანია, აკვირდებიან. თავად ფეხბურთელი გერმანიაში, კერძოდ, შტუტგარტშია დაბადებული, წარმოშობით კი კოტდივუარელია.
გნარბიმ "არსენალის" თავკაც არსენ
მართალია, "არსენალის" ვუნდერკინდს ლევანდოვსკის უშუალო შემცვლელად ვერ განვიხილავთ, მაგრამ "ბორუსიას" დამრიგებელ იურგენ კლოპს ნათქვამი აქვს, რომ პოლონელი გოლეადორის შემცვლელზე ფიქრის დროს მხოლოდ კლასიკური ცენტრფორვარდების ძებნით არ შემოიფარგლება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"