მიუნხენის "ბაიერნმა" სებასტიან როდეც გაიფორმა!

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" კიდევ ერთი გადაწყვეტილი ტრანსფერი დაადასტურა: ისევე, როგორც პოლონელს, რეკორდმაისტერი ზაფხულში ფრანკფურტის "აინტრახტის" 23 წლის საყრდენ ნახევარმცველ სებასტიან როდესაც წაიყვანს.

ეს უკანასკნელი ფრანკფურტულ კლუბში ზედიზედ მეორე სეზონია, ძალიან კარგად თამაშობს და მიუნხენური გრანდის სკაუტები მას დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. როდეს "აინტრახტთან" კონტრაქტი ამ სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნში" უფასოდ გადავა.

ბრიტანული "დეილი მირორის" ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას ლონდონის "ჩელსიდან" ხუან მატას გადაბირება უნდა და ბავარიულ გრანდში გადაბარგების პერსპექტივა თავად ფეხბურთელსაც აღაფრთოვანებს.
25 წლის მატა "ჩელსიში" ხშირად სათადარიგოთა სკამს ხეხავს, რის გამოც ეშინია, რომ ესპანეთის ნაკრებშიც დაკარგავს თავის ადგილს. ჩვენი ინგლისელი კოლეგების ცნობით, მატას გული სწორედ გვარდიოლასა და "ბაიერნისკენ" მიუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული